დასაქმების საბაზისო უნარები

აღწერა

ტრენინგ–მოდულის დასახელება: დასაქმების საბაზისო უნარები

ტრენინ-მოდულის მიზნები: კურსი ეფუძნება საერთაშორისო “Shuttle” მეთოდოლოგიას და ეხმარება მონაწილეებს საკუთარი პოტენციალის აღმოჩენასა და იმ უნარების გამომუშავებაში, რომლებიც გადამწყვეტია თანამედროვე შრომით ბაზარზე თვითპრეზენტაციისა და კარიერული ზრდისთვის.

სწავლების ენა: ქართული

ტრენინგ–მოდულის ხანგრძლივობა: 5 კვირა (30 საკონტაქტო საათი).

ჯგუფი: 10-დან 25 მსმენელამდე.

ტრენინგ – მოდულის  განხორციელება: პირისპირ – თბილისი.

შედეგი: პიროვნული, სიტუაციური და ინტერპერსონალური უნარების (Soft Skills) განვითარება, რაც აუცილებელია წარმატებული დასაქმებისა თუ თვითდასაქმებისათვის.

პრაქტიკული კომპონენტი: პროფესიული CV-ის შექმნა, სამოტივაციო წერილის მომზადება, გასაუბრების სიმულაცია და პიროვნული ბრენდინგის საფუძვლები.

სერტიფიკატი: გაიცემა სასწავლო კურსის მინიმუმ 80%-ზე დასწრების შემთხვევაში.