logo

დოკუმენტაციის წარმოება შრომის უსაფრთხოებაში

აღწერა

პროგრამის სახელწოდება: დოკუმენტაციის წარმოება შრომის უსაფრთხოებაში

პროგრამის ტიპი: პროფესიული გადამზადება

სწავლების ენა: ქართული

პროგრამის ხანგრძლივობა: 9 კვირა

სწავლის საფასური: 1500 ლარი. ზოგ შემთხვევაში სრულად ფინანსდება სახელმწიფო ბიუჯეტიდან.

პროგრამის განხორციელება: ჰიბრიდულად (პირისპირ და დისტანციურად)
პირისპირ სწავლა – თბილისი.

რა დოკუმენტი გაიცემა პროგრამის დასრულებისას

სახელმწიფოს მიერ აღიარებული სერტიფიკატი. სერტიფიკატის ფორმა იხილით აქ.

პროგრამის მიზნები: პროგრამის მიზანია შრომის უსაფრთხოების სპეციალისტების, მათი თანაშემწეებისა და საკვალიფიკაციო პროგრამების სტუდენტების ან  მსმენელების პროფესიული გადამზადება, რომელიც დოკუმენტწარმოების სპეციფიკისა და ტექნიკის უნარების განვითარების გზით გაზრდის მათი დასაქმების/თვითდასაქმების შესაძლებლობებს, ხელს შეუწყობს შრომის უსაფრთხოების სტანდარტის მაღალ დონეზე დაცვას, ასევე ხელს შეუწყობს კერძო სექტორს, შრომის უსაფრთხოების მიმართულებით ფინანსური დანახარჯების ოპტიმიზაციაში.

პროგრამაზე მიღება

აპლიკანტები ჩაირიცხებიან წარმოდგენილი დოკუმენტების საფუძველზე.
გაიარეთ წინასწარი რეგისტრაცია და მიღების გამოცხადებისთანავე მიიღებთ შეტყობინებას.

კონტაქტი

პროგრამის შესახებ დამატებითი ინფორმაციის მისაღებად დაგვიკავშირდით.

მეტის ჩვენება