ვებტექნოლოგიები (Front-end დეველოპმენტი)

აღწერა

პროგრამის სახელწოდება: ვებტექნოლოგიები (Front-end დეველოპმენტი)

პროგრამის ტიპი: პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამა

მისანიჭებელი კვალიფიკაცია: საშუალო პროფესიული კვალიფიკაცია Front-end დეველოპმენტში; Secondary Vocational Qualification in Front-end Development

სწავლების ენა: ქართული

პროგრამის ხანგრძლივობა: 1 წელი

სწავლის საფასური: 3410ლ. სრულად ფინანსდება სახელმწიფოს მიერ

პროგრამის განხორციელება: ჰიბრიდულად (პირისპირ და დისტანციურად).

პირსპირ სწავლება – თბილისი.

რა დოკუმენტი გაიცემა პროგრამის დასრულებისას

სახელმწიფოს მიერ აღიარებული პროფესიული დიპლომი. დიპლომის ფორმა იხილით აქ.

 

დასაქმების შესაძლებლობები

Front-end დეველოპერი შესაძლოა დასაქმდეს კერძო ან საჯარო დაწესებულებებში, ასევე
თვითდასაქმებით Front-end დეველოპერის პოზიციაზე

ინტერნაციონალიზაცია

ინტერნაციონალიზაციის ხარისხი 95%.

(პროგრამის ფარგლებში შეძენილი კომპეტენციების 95% სრულად არის თავსებადი დარგში არსებულ საერთაშორისო სტანდარტებთან).

  • სწავლის პერიოდში სტუდენტებს გადაუვადდებათ სავალდებულო სამხედრო სამსახური, დადგენილი წესით

  • სტუდენტები სარგებლობენ მუნიციპალური ტრანსპორტით შეღავათიან ფასებში.

  • სტუდენტები სარგებლობენ სტუდენტური დაზღვევით

პროგრამაზე მიღება

აპლიკანტები ჩაირიცხებიან აკადემიის მიერ ორგანიზებული შერჩევის გზით.

მიღება ცხადდება წელიწადში ორჯერ: გაზაფხული, შემოდგომა.

გაიარეთ წინასწარი რეგისტრაცია და მიღების გამოცხადებისთანავე მიიღებთ შეტყობინებას.

პროგრამის შესახებ დამატებითი ინფორმაციის მისაღებად დაგვიკავშირდით.