კარგი საწარმოო/სადისტრიბუციო პრაქტიკა (EU GMP/GDP)

აღწერა

პროგრამის სახელწოდება: კარგი საწარმოო/სადისტრიბუციო პრაქტიკა (EU GMP/GDP)

პროგრამის ტიპი: პროფესიული გადამზადება

სწავლების ენა: ქართული

პროგრამის ხანგრძლივობა: 8 კვირა

სწავლის საფასური: 1200 ლარი. ზოგ შემთხვევაში სრულად ფინანსდება სახელმწიფო ბიუჯეტიდან.

პროგრამის განხორციელება: პირისპირ სწავლა – თბილისი.

რა დოკუმენტი გაიცემა პროგრამის დასრულებისას

სახელმწიფოს მიერ აღიარებული სერტიფიკატი. სერტიფიკატის ფორმა იხილით აქ

პროგრამის მიზანია, მსმენელმა შეიძინოს როგორც თეორიული ცოდნა EU GMP/GDP სტანდარტების შესახებ, ასევე მათი მოთხოვნების დანერგვის პრაქტიკული უნარები; ხელი შეუწყოს საქართველოს ნაციონალური GMP და GDP-ის (კარგი საწარმოო/სადისტრიბუციო პრაქტიკის) სტანდარტების დანერგვას ქვეყნის ფარმაცევტულ ბაზარზე.

პროგრამაზე მიღება

აპლიკანტები ჩაირიცხებიან წარმოდგენილი დოკუმენტებისა და გასაუბრების საფუძველზე.

გაიარეთ წინასწარი რეგისტრაცია და მიღების გამოცხადებისთანავე მიიღებთ შეტყობინებას.

პროგრამის შესახებ დამატებითი ინფორმაციის მისაღებად დაგვიკავშირდით.