პერსონალური და სოციალური კომპეტენცია

აღწერა

ტრენინგმოდულის დასახელებაპერსონალური და სოციალური კომპეტენცია

ტრენინ-მოდულის მიზნები: კურსი ორიენტირებულია დასაქმებისა და პროფესიული საქმიანობისთვის გადამწყვეტი პერსონალური, სოციალური და სწავლის უნარების განვითარებაზე. პროგრამა ხელს უწყობს სამუშაო ბაზარზე წარმატებული ინტეგრაციისთვის საჭირო პასუხისმგებლიანი და ადაპტირებადი ქცევის ფორმირებას.

ხანგრძლივობა: 5 დღე (20 საათი).

ჯგუფი: მაქსიმუმ 20 მსმენელი.

ფორმატი: დასწრებით (აკადემიის სასწავლო სივრცეში) ან დისტანციურად (MS Teams).

შედეგი: ეფექტური ვერბალური და წერითი კომუნიკაცია, რეზიუმესა (CV) და სამოტივაციო წერილის მომზადება, გუნდური მუშაობა, მოლაპარაკებების წარმართვა, დროის მენეჯმენტი და კონფლიქტების მართვა.

შეფასება: კურსის ბოლოს პრაქტიკული დავალების, პრეზენტაციისა და გამოკითხვის საფუძველზე (კომპეტენციების დადასტურების პრინციპით: ჩათვლა/არ ჩათვლა).

სერტიფიკატი: სწავლის შედეგების მიღწევის შემთხვევაში გაიცემა შესაბამისი სერტიფიკატი.