
ტრენინგ–მოდულის დასახელება: ტრენერების მომზადების ინტეგრირებული პროგრამა
ტრენინ-მოდულის მიზნები: ეს არის კომპეტენციებზე დაფუძნებული კურსი, რომელიც მიზნად ისახავს პროფესიული და ზრდასრულთა განათლების ტრენერების/ინსტრუქტორების სისტემურ მომზადებას. პროგრამა უნიკალურია იმით, რომ აერთიანებს სამ უმნიშვნელოვანეს ჩარჩოს: Curriculum globALE (საერთაშორისო სტანდარტი), G-AdA (გერმანული მოდელი) და ეროვნული პროფესიული სტანდარტები.
სწავლების ენა: ქართული
ხანგრძლივობა: 24 საკონტაქტო საათი (12 შეხვედრა).
ფორმატი: პირისპირ, დისტანციურად ან ჰიბრიდულად.
შედეგი: ტრენინგის დაგეგმვის, ზრდასრულთა სწავლების მეთოდების (ანდრაგოგიკა), შეფასების ინსტრუმენტებისა და ეფექტიანი უკუკავშირის მართვის უნარი.
მეთოდოლოგია: კურსი მოიცავს რეალურ ქეისებს, როლურ თამაშებსა და სიმულაციებს. დასკვნით ეტაპზე თითოეული მონაწილე ატარებს საკუთარ მიკროტრენინგს.
შეფასება: მიკროტრენინგის ჩატარება (გამსვლელი ზღვარი 70%).
სერტიფიკატი: გაიცემა ≥ 90% დასწრებისა და შეფასების წარმატებით გავლის შემთხვევაში.