ბუღალტრული აღრიცხვა

აღწერა

პროგრამის სახელწოდება: ბუღალტრული აღრიცხვა
პროგრამის ტიპი: პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამა
მისანიჭებელი კვალიფიკაცია: უმაღლესი პროფესიული კვალიფიკაცია ბუღალტრულ აღრიცხვაში / Higher Vocational Qualification in Accounting
სწავლების ენა: ქართული
პროგრამის ხანგრძლივობა: 2 წელი
სწავლის საფასური: 4580 ლ. სრულად ფინანსდება სახელმწიფოს მიერ.

პროგრამის განხორციელება: ჰიბრიდულად (პირისპირ და დისტანციურად).
პირსპირ სწავლება – თბილისი.

რა დოკუმენტი გაიცემა პროგრამის დასრულებისას

სახელმწიფოს მიერ აღიარებული პროფესიული დიპლომი. დიპლომის ფორმა იხილით აქ.

დასაქმების შესაძლებლობები

პროგრამის კურსდამთავრებულს შეუძლია დასაქმდეს სახელმწიფო უწყებებში, კერძო სექტორში, არასამთავრობო ორგანიზაციებში, აუდიტორულ და საკონსულტაციო კომპანიებში ბუღალტრის, ბუღალტრის თანაშემწის/ასისტენტის და შესაბამისი მიმართულების სხვა პოზიციებზე. ასევე შესაძლებელია თვითდასაქმება კერძო პროფესიული პრაქტიკის გზით.

ინტერნაციონალიზაცია

ინტერნაციონალიზაციის ხარისხი 85%.

(პროგრამის ფარგლებში შეძენილი კომპეტენციების 85% სრულად არის თავსებადი დარგში არსებულ საერთაშორისო სტანდარტებთან).

• სწავლის პერიოდში სტუდენტებს გადაუვადდებათ სავალდებულო სამხედრო სამსახური, დადგენილი წესით
• სტუდენტები სარგებლობენ მუნიციპალური ტრანსპორტით შეღავათიან ფასებში.
• სტუდენტები სარგებლობენ სტუდენტური დაზღვევით

პროგრამაზე მიღება

აპლიკანტები ჩაირიცხებიან პროფესიული ტესტირების გზით. 

მიღება ცხადდება წელიწადში ორჯერ: გაზაფხული, შემოდგომა.

გაიარეთ წინასწარი რეგისტრაცია და მიღების გამოცხადებისთანავე მიიღებთ შეტყობინებას.

პროგრამის შესახებ დამატებითი ინფორმაციის მისაღებად დაგვიკავშირდით.