ფინანსები

აღწერა

პროგრამის სახელწოდება: ფინანსები
პროგრამის ტიპი: პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამა
მისანიჭებელი კვალიფიკაცია: საბაზო პროფესიული კვალიფიკაცია საფინანსო სერვისებში / Basic Vocational Qualification in Finance Services

სწავლების ენა: ქართული
პროგრამის ხანგრძლივობა: 1.5 წელი
სწავლის საფასური: 3580ლ. ნაწილობრივ ფინანსდება სახელმწიფოს მიერ.
სტუდენტის მიერ გადასახდელი თანხა – 620 ლ.

პროგრამის განხორციელება

ჰიბრიდულად (პირისპირ და დისტანციურად). პირსპირ სწავლება – თბილისი.

პარტნიორი ორგანიზაციები:

  1. სს ტერაბანკი
  2. შპს „გუდვილი“
  3. სს „ლიბერთი ბანკი“

რა დოკუმენტი გაიცემა პროგრამის დასრულებისას

სახელმწიფოს მიერ აღიარებული პროფესიული დიპლომი. დიპლომის ფორმა იხილეთ აქ.

დასაქმების შესაძლებლობები

საფინანსო სერვისებში საბაზო პროფესიული კვალიფიკაციის მფლობელს შეუძლია დასაქმდეს სხვადასხვა სავაჭრო ობიექტების მოლარედ, მათ შორის – ბილეთების გაყიდვების სალაროებში; ბანკებსა და არასაბანკო საკრედიტო-საფინანსო დაწესებილებებში მოლრისა და ოპერატორის პოზიციაზე, ასევე ნივთების დაგირავებითა და ფულადი თანხების გაცემით დაკავებული აგენტებისა და ბუკმეკერების პოზიციებზე.

ინტერნაციონალიზაცია

ინტერნაციონალიზაციის ხარისხი 35%. (პროგრამის ფარგლებში შეძენილი კომპეტენციების 35% სრულად არის თავსებადი დარგში არსებულ საერთაშორისო სტანდარტებთან).

• სწავლის პერიოდში სტუდენტებს გადაუვადდებათ სავალდებულო სამხედრო სამსახური, დადგენილი წესით
• სტუდენტები სარგებლობენ მუნიციპალური ტრანსპორტით შეღავათიან ფასებში.
• სტუდენტები სარგებლობენ სტუდენტური დაზღვევით

პროგრამაზე მიღება

აპლიკანტები ჩაირიცხებიან პროფესიული ტესტირების გზით. 

მიღება ცხადდება წელიწადში ორჯერ: გაზაფხული, შემოდგომა.

გაიარეთ წინასწარი რეგისტრაცია და მიღების გამოცხადებისთანავე მიიღებთ შეტყობინებას.

პროგრამის შესახებ დამატებითი ინფორმაციის მისაღებად დაგვიკავშირდით.