ფინანსები

აღწერა

პროგრამის სახელწოდება: ფინანსები

პროგრამის ტიპი: პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამა

მისანიჭებელი კვალიფიკაცია:

საშუალო პროფესიული კვალიფიკაცია საფინანსო სერვისებში / Secondary Vocational Qualification in Finance Services

სწავლების ენა: ქართული
პროგრამის ხანგრძლივობა: 1 წელი
სწავლის საფასური: 3580ლ. სრულად ფინანსდება სახელმწიფოს მიერ.

პროგრამის განხორციელება

ჰიბრიდულად (პირისპირ და დისტანციურად). პირსპირ სწავლება – თბილისი.

პარტნიორი ორგანიზაციები:

  1. სს ტერაბანკი
  2. შპს „გუდვილი“
  3. სს „ლიბერთი ბანკი“

რა დოკუმენტი გაიცემა პროგრამის დასრულებისას

სახელმწიფოს მიერ აღიარებული პროფესიული დიპლომი. დიპლომის ფორმა იხილეთ აქ.

დასაქმების შესაძლებლობები

პროგრამის კურსდამთავრებულს შეუძლია დასაქმდეს საბანკო და არასაბანკო საკრედიტო-საფინანსო დაწესებულებებში, მათ შორის საკრედიტო ოფიცრის, მოლარე-ოპერატორისა და მომსახურების სპეციალისტის პოზიციებზე, ასევე გამოიყენოს მიღებული ცოდნა და უნარები თვითდასაქმებისთვის.

ინტერნაციონალიზაცია

ინტერნაციონალიზაციის ხარისხი 35%. (პროგრამის ფარგლებში შეძენილი კომპეტენციების 35% სრულად არის თავსებადი დარგში არსებულ საერთაშორისო სტანდარტებთან).

• სწავლის პერიოდში სტუდენტებს გადაუვადდებათ სავალდებულო სამხედრო სამსახური, დადგენილი წესით
• სტუდენტები სარგებლობენ მუნიციპალური ტრანსპორტით შეღავათიან ფასებში.
• სტუდენტები სარგებლობენ სტუდენტური დაზღვევით

პროგრამაზე მიღება

აპლიკანტები ჩაირიცხებიან პროფესიული ტესტირების გზით. 

მიღება ცხადდება წელიწადში ორჯერ: გაზაფხული, შემოდგომა.

გაიარეთ წინასწარი რეგისტრაცია და მიღების გამოცხადებისთანავე მიიღებთ შეტყობინებას.

პროგრამის შესახებ დამატებითი ინფორმაციის მისაღებად დაგვიკავშირდით.