ინფორმაციის ტექნოლოგია

აღწერა

პროგრამის სახელწოდება: ინფორმაციის ტექნოლოგია
პროგრამის ტიპი: პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამა 
მისანიჭებელი კვალიფიკაცია: საბაზო პროფესიული კვალიფიკაცია ინფორმაციის ტექნოლოგიის მხარდაჭერაში / Basic Vocational Qualification in Information Technology Support
სწავლების ენა: ქართული
პროგრამის ხანგრძლივობა: 1 წელი
სწავლის საფასური: 3511ლ. სრულად ფინანსდება სახელმწიფოს მიერ.
პროგრამის განხორციელება: ჰიბრიდულად (პირისპირ და დისტანციურად).
პირiსპირ სწავლება – თბილისი.

რა დოკუმენტი გაიცემა პროგრამის დასრულებისას

სახელმწიფოს მიერ აღიარებული პროფესიული დიპლომი. დიპლომის ფორმა იხილით აქ.

დასაქმების შესაძლებლობები

პროგრამის კურსდამთავრებულს შეუძლია დასაქმდეს ნებისმიერი პროფილისა და ზომის ორგანიზაციაში, სადაც საჭიროა ინფორმაციული ტექნოლოგიების მომხმარებელთა მხარდაჭერა და კომპიუტერული სისტემების ტექნიკური მომსახურება.

ინტერნაციონალიზაცია

ინტერნაციონალიზაციის ხარისხი 95%.

(პროგრამის ფარგლებში შეძენილი კომპეტენციების 95% სრულად არის თავსებადი დარგში არსებულ საერთაშორისო სტანდარტებთან).

• სწავლის პერიოდში სტუდენტებს გადაუვადდებათ სავალდებულო სამხედრო სამსახური, დადგენილი წესით
• სტუდენტები სარგებლობენ მუნიციპალური ტრანსპორტით შეღავათიან ფასებში.
• სტუდენტები სარგებლობენ სტუდენტური დაზღვევით

პროგრამაზე მიღება

აპლიკანტები ჩაირიცხებიან პროფესიული ტესტირების გზით. 

მიღება ცხადდება წელიწადში ორჯერ: გაზაფხული, შემოდგომა.

გაიარეთ წინასწარი რეგისტრაცია და მიღების გამოცხადებისთანავე მიიღებთ შეტყობინებას.

პროგრამის შესახებ დამატებითი ინფორმაციის მისაღებად დაგვიკავშირდით.