
აღწერა
პროგრამის სახელწოდება: კომპიუტერული ქსელი და სისტემები
პროგრამის ტიპი: პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამა
მისანიჭებელი კვალიფიკაცია: საშუალო პროფესიული კვალიფიკაცია კომპიუტერულ ქსელსა და სისტემებში/ Secondary Vocational Qualification in Computer Network and Systems
სწავლების ენა: ქართული
პროგრამის ხანგრძლივობა: 1.5 წელი
სწავლის საფასური: 6824ლ. სრულად ფინანსდება სახელმწიფოს მიერ.
პროგრამის განხორციელება: ჰიბრიდულად (პირისპირ და დისტანციურად).
პირსპირ სწავლება – თბილისი. ინტეგრირებული ზოგადი მოდულების სწავლება ხორციელდება მხოლოდ პირისპირ.
რა დოკუმენტი გაიცემა პროგრამის დასრულებისას
სახელმწიფოს მიერ აღიარებული პროფესიული დიპლომი, რომელიც უთანაბრდება სრული ზოგადი განათლების დამადასტურებელ დოკუმენტს (ატესტატს). დიპლომის ფორმა იხილით აქ.
დასაქმების შესაძლებლობები
კომპიუტერული ქსელისა და სისტემების სპეციალისტი შეიძლება დასაქმდეს ქსელური და სერვერული ინფრასტრუქტურის მქონე ან/და ინფორმაციული ტექნოლოგიების სერვისებით მოსარგებლე ნებისმიერ მცირე და საშუალო ზომის ორგანიზაციაში, ასევე სატელეკომუნიკაციო პროფილის მქონე ორგანიზაციებში, ფილიალების/ობიექტების მქონე ქსელურ ორგანიზაციებში, მონაცემთა მართვის სააგენტოებში და სხვა ნებისმიერ, დიდი ზომის ორგანიზაციაში ქსელისა და სისტემების უმცროს (Junior) ადმინისტრატორად.
ინტერნაციონალიზაცია
ინტერნაციონალიზაციის ხარისხი 95%.
(პროგრამის ფარგლებში შეძენილი კომპეტენციების 95% სრულად არის თავსებადი დარგში არსებულ საერთაშორისო სტანდარტებთან).
სტუდენტის ბენეფიტები (სტუდენტის რუბრუკის ბმული)
• სწავლის პერიოდში სტუდენტებს გადაუვადდებათ სავალდებულო სამხედრო სამსახური, დადგენილი წესით
• სტუდენტები სარგებლობენ მუნიციპალური ტრანსპორტით შეღავათიან ფასებში.
• სტუდენტები სარგებლობენ სტუდენტური დაზღვევით
პროგრამაზე მიღება
აპლიკანტები ჩაირიცხებიან აკადემიის მიერ ორგანიზებული შერჩევის გზით. ტესტის ნიმუშები იხილეთ აქ: (ლინკი)
მიღება ცხადდება წელიწადში ორჯერ: გაზაფხული, შემოდგომა.
გაიარეთ წინასწარი რეგისტრაცია და მიღების გამოცხადებისთანავე მიიღებთ შეტყობინებას.
კონტაქტი
პროგრამის შესახებ დამატებითი ინფორმაციის მისაღებად დაგვიკავშირდით.