ლოგისტიკა

აღწერა

პროგრამის სახელწოდება: ლოგისტიკა
პროგრამის ტიპი: პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამა
მისანიჭებელი კვალიფიკაცია: საშუალო პროფესიული კვალიფიკაცია ტვირთების ექსპედირებაში; Secondary Vocational Qualification in Freight forwarding 
სწავლების ენა: ქართული
პროგრამის ხანგრძლივობა: 1.5 წელი
სწავლის საფასური: 4563 ლ. სრულად ფინანსდება სახელმწიფოს მიერ.
პროგრამის განხორციელება: ჰიბრიდულად (პირისპირ და დისტანციურად).
პირსპირ სწავლება – თბილისი.

რა დოკუმენტი გაიცემა პროგრამის დასრულებისას

სახელმწიფოს მიერ აღიარებული პროფესიული დიპლომი. დიპლომის ფორმა იხილით აქ.

პარტნიორი ორგანიზაციები

• შპს ,,GREENWAY LOGISTIC LTD”
• შპს ,,გაკო ტერმინალი”
• შპს “სან ლოჯისტიკ”
• შპს ”სარ გრუპ”
• სს ,,ლელო’’
• შპს “LTD Kairos Logistic”
• შპს ”ნიუ ტერმინალი”

დასაქმების შესაძლებლობები

ლოგისტიკაში კვალიფიკაციის მფლობელს შეუძლია დასაქმდეს ტვირთების გადამზიდავი ექსპედიტორული და სატრანსპორტო – ლოგისტიკური ფირმებში, საბაჟო-სატრანსპორტო მომსახურების საწარმოებში, სატრანსპორტო-ლოგისტიკურ ასოციაციებში, სხვადასხვა დონის სავაჭრო-ლოგისტიკურ კომპლექსებში, სავაჭრო-შემსყიდველ და საშუამავლო ფირმებში, მზა პროდუქციის მსხვილ სადისტრიბუტორო ფირმებში, გამანაწილებელ და ლოგისტიკურ ცენტრებში, საბაჟო ტერმინალურ კომპლექსებში, საშუამავლო ფირმებში.

ინტერნაციონალიზაცია

ინტერნაციონალიზაციის ხარისხი 90%.

(პროგრამის ფარგლებში შეძენილი კომპეტენციების 90% სრულად არის თავსებადი დარგში არსებულ საერთაშორისო სტანდარტებთან).

• სწავლის პერიოდში სტუდენტებს გადაუვადდებათ სავალდებულო სამხედრო სამსახური, დადგენილი წესით
• სტუდენტები სარგებლობენ მუნიციპალური ტრანსპორტით შეღავათიან ფასებში.
• სტუდენტები სარგებლობენ სტუდენტური დაზღვევით

პროგრამაზე მიღება

 აპლიკანტები ჩაირიცხებიან აკადემიის მიერ ორგანიზებული შერჩევის გზით

მიღება ცხადდება წელიწადში ორჯერ: გაზაფხული, შემოდგომა.

გაიარეთ წინასწარი რეგისტრაცია და მიღების გამოცხადებისთანავე მიიღებთ შეტყობინებას.

პროგრამის შესახებ დამატებითი ინფორმაციის მისაღებად დაგვიკავშირდით.