აღმზრდელ-პედაგოგის პროფესიული განვითარება

აღწერა

ტრენინგმოდულის დასახელებააღმზრდელ-პედაგოგის პროფესიული განვითარება (მასწავლებლის სახლის 66 საათიანი მოდული).

ტრენინ-მოდულის მიზნები: აღმზრდელ-პედაგოგთა პროფესიული განვითარების ტრენინგ-მოდულის მთავარი მიზანია, საქართველოს კანონის „ადრეული და სკოლამდელი აღზრდისა და განათლების შესახებ“ საფუძველზე, ხელი შეუწყოს აღმზრდელ-პედაგოგთა გადამზადებასა და პროფესიულ განვითარებას. ტრენინგ-მოდული სავალდებულო ეტაპია და მიმართულია აღმზრდელ-პედაგოგების კვალიფიკაციის ამაღლებისა და უახლესი საგანმანათლებლო მეთოდოლოგიების გაცნობისკენ.

სწავლების ენა: ქართული

ტრენინგმოდულის ხანგრძლივობა: 66 საკონტაქტო და 34 არასაკონტაქტო საათი. (9 კვირა)

სწავლის საფასური: 450 ლ.

ტრენინგ – მოდულის  განხორციელება

პირისპირ ან დისტანციურად.

პირისპირ სწავლა – თბილისი.

ა დოკუმენტი გაიცემა ტრენინგმოდულის  დასრულებისას

გაიცემა სერტიფიკატი. სერტიფიკატის ფორმა იხილით აქ.

ტრენინგმოდულის  სამიზნე ჯგუფს წარმოადგენს:

ა) პირები, რომლებიც აკმაყოფილებენ ,,აღმზრდელ-პედაგოგის პროფესიული სტანდარტის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2017 წლის 27 ოქტომბრის N478 დადგენილებით დამტკიცებული აღმზრდელ-პედაგოგის პროფესიული სტანდარტის მე-4 მუხლით განსაზღვრულ მოთხოვნებს და სურვილი აქვთ დასაქმდნენ ადრეული და სკოლამდელი აღზრდისა და განათლების დაწესებულებაში აღმზრდელ-პედაგოგად;

ბ) პირები, რომლებიც დასაქმებული არიან ადრეული და სკოლამდელი აღზრდისა და განათლების დაწესებულებაში საგანმანათლებლო პროგრამების კოორდინატორად/მეთოდისტად;

გ) ადრეული აღზრდისა და განათლების მომსახურების მიმწოდებელ ან/და სკოლამდელი აღზრდისა და განათლების მომსახურების მიმწოდებელ ან/და მხოლოდ სასკოლო მზაობის პროგრამის განმახორციელებელ დაწესებულებაში დასაქმების მსურველი/დასაქმებული პირები, რომლთა პროფესიულ სტანდარტში ან საკვალიფიკაციო მოთხოვნებშიც შესაბამისი მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილებით განსაზღვრულია ტრენინგ-მოდულის წარმატებით გავლა;

დ) პირები, რომლებიც დასაქმებულები არიან საგანმანათლებლო რესურსცენტრების სკოლამდელი განათლების სპეციალისტის პოზიციაზე;

ე) პირები, რომლებიც არ არიან დასაქმებული ადრეული და სკოლამდელი აღზრდისა და განათლების დაწესებულებაში ან დასაქმებული არიან კერძო სამართლის იურიდიული პირის სტატუსის მქონე ადრეული და სკოლამდელი აღზრდისა და განათლების დაწესებულებაში და დაინტერესებულნი არიან ტრენინგ-მოდულის გავლით.

ტრენინგმოდულზე მიღება

გაიარეთ წინასწარი რეგისტრაცია და მიღების გამოცხადებისთანავე მიიღებთ შეტყობინებას

კონტაქტი

ტრენინ-მოდულის შესახებ დამატებითი ინფორმაციის მისაღებად დაგვიკავშირდით.