
აღწერა
პროგრამის სახელწოდება: ფარმაცია
პროგრამის ტიპი: პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამა
მისანიჭებელი კვალიფიკაცია: „უმაღლესი პროფესიული კვალიფიკაცია ფარმაციაში/Higher Vocational Qualification in Pharmacy”
სწავლების ენა: ქართული
პროგრამის ხანგრძლივობა: 2 წელი
სწავლის საფასური: 8978 ლ. სრულად ფინანსდება სახელმწიფოს მიერ.
პროგრამის განხორციელება: ჰიბრიდულად (პირისპირ და დისტანციურად).
პირისპირ სწავლება – თბილისი.
რა დოკუმენტი გაიცემა პროგრამის დასრულებისას
სახელმწიფოს მიერ აღიარებული პროფესიული დიპლომი. დიპლომის ფორმა იხილით აქ
პარტნიორი ორგანიზაციები
– შპს „პსპ ფარმა“
დასაქმების შესაძლებლობები
ფარმაციაში კვალიფიკაციის მფლობელს შეუძლია დასაქმდეს ფარმაცევტის/ფარმაცევტის თანაშემწის პოზიციაზე აფთიაქებში (ავტორიზებულ აფთიაქში, სპეციალიზებულ და საცალო რეალიზაციის სავაჭრო ობიექტში), საბითუმო რეალიზაციის ობიექტში, სამედიცინო და ფარმაცევტული ტექნიკის მაღაზიებში.
ინტერნაციონალიზაცია
ინტერნაციონალიზაციის ხარისხი 30%.
(პროგრამის ფარგლებში შეძენილი კომპეტენციების 30% სრულად არის თავსებადი დარგში არსებულ საერთაშორისო სტანდარტებთან).
სტუდენტის ბენეფიტები (სტუდენტის რუბრუკის ბმული)
- სწავლის პერიოდში სტუდენტებს გადაუვადდებათ სავალდებულო სამხედრო სამსახური, დადგენილი წესით
- სტუდენტები სარგებლობენ მუნიციპალური ტრანსპორტით შეღავათიან ფასებში.
- სტუდენტები სარგებლობენ სტუდენტური დაზღვევით
პროგრამაზე მიღება
აპლიკანტები ჩაირიცხებიან პროფესიული ტესტირების გზით. ტესტის ნიმუშები და საგამოცდო პროგრამა იხილეთ აქ: (ლინკი)
მიღება ცხადდება წელიწადში ორჯერ: გაზაფხული, შემოდგომა.
გაიარეთ წინასწარი რეგისტრაცია და მიღების გამოცხადებისთანავე მიიღებთ შეტყობინებას,
კონტაქტი
პროგრამის შესახებ დამატებითი ინფორმაციის მისაღებად დაგვიკავშირდით;