ადრეული ბავშვობის განვითარებისა და აღზრდა-განათლების სპეციალისტი (ძიძა)

ჩანიშვნა გაზიარება
Share Course
Page Link
Share On Social Media

აღწერა

პროგრამის ტიპი: პროფესიული მომზადება

სწავლების ენა: ქართული

პროგრამის ხანგრძლივობა: 6 კვირა

სწავლის საფასური: 1300 ლარი.  ზოგ შემთხვევაში სრულად ფინანსდება სახელმწიფო ბიუჯეტიდან.

პროგრამის განხორციელება: პირისპირ სწავლა – თბილისი.

რა დოკუმენტი გაიცემა პროგრამის დასრულებისას

სახელმწიფოს მიერ აღიარებული სერტიფიკატი. სერტიფიკატის ფორმა იხილით აქ.

პროგრამის მიზანია მოამზადოს პირები ბავშვის ადრეული აღზრდისა და განვითარების საკითხებში, რომლებიც შეძლებენ გასწიონ  ბავშვის მოვლის საუკეთოესო უცხოური ან ადგილობრივი სტანდარტების შესაბამისი კვალიფიციური მომსახურეობა ოჯახის ან ბავშვთა ცენტრების პირობებში (ბავშვთა სააღმზრდელო დაწესებულებების მიღმა).

პროგრამა ეფუძნება ფინეთის ადრეული ბავშვობის განათლებისა და ზრუნვის ეროვნულ კურიკულუმს და ითვალისწინებს საქართველოს ადრეული და სკოლამდელი აღზრდისა და განათლების სახელმწიფო სტანდარტებს. 

პროგრამაზე მიღება

აპლიკანტები ჩაირიცხებიან წარმოდგენილი დოკუმენტების საფუძველზე.

გაიარეთ წინასწარი რეგისტრაცია და მიღების გამოცხადებისთანავე მიიღებთ შეტყობინებას.

პროგრამის შესახებ დამატებითი ინფორმაციის მისაღებად დაგვიკავშირდით.