EfVET წლიური კონფერენცია
საქართველოს ბიზნესის აკადემია – SBA – საერთაშორისო პარტნიორობის ახალ ეტაპზე!
ევროპის პროფესიული და ტექნიკური განათლების ფორუმის (EfVET) წლიურ კონფერენციასა და ტურინში გამართულ მაღალი დონის შეხვედრაში აკადემიის რექტორის, როგორც მმართველობის საკითხებში საერთაშორისო ექსპერტის მონაწილეობამ მნიშვნელოვანი შედეგები მოიტანა საქართველოს ბიზნესის აკადემიისთვის.
საფუძველი ჩაეყარა ახალ თანამშრომლობას პორტუგალიის, ესპანეთის, იტალიის და ფინეთის ექვს პროფესიულ კოლეჯთან — მასწავლებელთა განვითარების, ერთობლივი ტრენინგებისა და სტუდენტთა მობილობის მიმართულებით.
ეს ნაბიჯები განამტკიცებენ SBA-ს როგორც საერთაშორისო პარტნიორობისა და ხარისხის ინოვაციური ცენტრის როლს საერთაშორისო ასპარეზზე და მნიშვნელოვნად ზრდის მის საერთაშორისო ცნობადობას.
ჩვენ ვბრუნდებით ახალი იდეებით, გაძლიერებული კავშირებით და საერთო მიზნით – პროფესიული განათლების განვითარება ევროპულ დონეზე, სტუდენტთა კეთილდღეობაზე დაფუძნებით.