დასაქმების ფორუმი 2026 – საქართველოს ბიზნესის აკადემია – SBA

საქართველოს ბიზნესის აკადემია-SBA, დასაქმების ხელშეწყობის სახელმწიფო სააგენტო და კრწანისის რაიონის გამგეობა სოციალური პასუხისმგებლობისა და პარტნიორობის ფარგლებში 26 თებერვალს, 13:00 საათზე, მართავენ მასშტაბურ პროფესიული განათლებით დასაქმების ფორუმს, რომელშიც მონაწილეობას მიიღებენ კომპანიები, რომლებიც აკადემიის სტუდენტებს, კურსდამთავრებულებსა და კრწანისის რაიონის მოსახლეობას შესთავაზებენ აქტიურ ვაკანსიებს.

💡ღონისძიების მიზანია სამუშაოს მაძიებელ პირთა დასაქმების შესაძლებლობების გაზრდა პროფორიენტაციის ხელშეწყობა და პროფესიული განათლების პოპულარიზაცია.

🔷ფორუმის ფარგლებში სამუშაოს მაძიებლებს შესაძლებლობა ექნებათ გაეცნონ შრომის ბაზრის აქტიურ ვაკანსიებს და ადგილზევე გაესაუბრონ პოტენციურ დამსაქმებელს.

📣აღნიშნული, უკვე ტრადიციად ქცეული ერთობლივი ღონისძიება ერთის მხრივ გაზრდის პროფესიული განათლების მიმზიდველობას და მეორეს მხრივ ხელს შეუწყობს დამსაქმებლებსა და კურსდამთავრებულთა საერთო ინტერესების იდენტიფიცირებას და დასაქმების ზრდას.
აღსანიშნავია,რომ დასაქმების ფორუმში მონაწილეობას მიიღებს ათობით დამსაქმებელი ორგანიზაცია, 800 მდე კურსდამთავრებული და კრწანისის რაიონის მოსახლეობა