სასწავლო პროცესის მართვის სამსახურის უფროსის მოადგილე

გიორგი გელეიშვილი

გიორგი გელეიშვილს პროფესიული განათლების სფეროში მუშაობის მნიშვნელოვანი გამოცდილება აქვს, რომელიც მოიცავს საგანმანათლებლო პროცესების კოორდინაციას, მართვასა და საერთაშორისო თუ ადგილობრივ პროექტებში ჩართულობას.

გიორგი საქართველოს ბიზნესის აკადემია-SBA-ს სასწავლო პროცესის მართვის სამსახურის უფროსის მოადგილეა და მნიშვნელოვან როლს ასრულებს აკადემიის სასწავლო პროცესის დაგეგმვაში, მართვასა და მის გაუმჯობესებაში. გარდა ამისა, იგი არაფორმალური განათლების აღიარების სერტიფიცირებული კონსულტანტი და განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის პროფესიული განათლების ხარისხის უზრუნველყოფის ექსპერტია, რომლის მიზანიც პროფესიული საგანმანათლებლო დაწესებულების/პროგრამის ავტორიზაციის სტანდარტებთან შესაბამისობის შეფასების უზრუნველყოფაა.
გიორგის კარიერული განვითარების მნიშვნელოვანი ნაწილი უკავშირდება USAID Industry-led Skills Development Program-ის თუ ადგილობრივ საგრანტო პროექტებში ჩართულობას, ციფრული საგანმანათლებლო რესურსებისა თუ კურსების შემუშავებას, მენტორინგს და ა.შ.

გიორგიმ განათლების მიმართულებით ბაკალავრის ხარისხი მიიღო ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტში სოციოლოგიის მიმართულებით, რაც მის კვლევით და ანალიტიკურ მიდგომებს მნიშვნელოვნად ამყარებს. მისი მრავალმხრივი გამოცდილება და პროფესიული განათლების სფეროში მიღწევები, საერთაშორისო და ადგილობრივი ჩართულობა, ხელს უწყობს აკადემიაში სასწავლო პროცესის გაუმჯობესებას და ახალი, ინოვაციური მიდგომების დანერგვას.