🌍 საერთაშორისო ურთიერთობები

საერთაშორისო თანამშრომლობა აკადემიის ერთ-ერთი სტრატეგიული პრიორიტეტია. გვჯერა, რომ თანამედროვე დინამიურ სამყაროში, გლობალიზაციის მასშტაბების გათვალისწინებით საერთაშორისო თანამშრომლობა პიროვნულ, ინსტიტუციურ და პოლიტიკურ დონეზე წარმოადგენს მდგრადი ეკონომიკური განვითარების, დასავლური ცივილიზციის მიღწევების, მათ შორის დემოკრატიული ღირებულებების ერთგული სამოქალაქო საზოგდოების ჩამოყალიბების მნიშვნელოვან წინაპირობას. ცოდნისა და გამოცდილების საერთაშორისო გაცვლა ხელს შეუწყობს საერთო პროგრესს, ინოვაციებსა და მრავალფეროვან განვითარების შესაძლებლობებს. შესაბამისად, აკადემია განსაკუთრებულ მნიშვნელობას ანიჭებს საერთაშორისო თანამშრომლობასა და კავშირების გაღრმავებას.

ვიმედოვნებთ, რომ ჩვენი თანამშრომლობა საერთაშორისო და უცხოურ ინსტიტუტებთან და ორგანიზაციებთან იქნება წარმატებული, ნაყოფიერი და მდგრადი. მზად ვართ განვავითაროთ ერთობლივი პროექტები, შევუწყოთ ხელი სტუდენტებისა და პერსონალის გაცვლას და ერთად შევქმნათ უკეთესი მომავალი განათლების სფეროში.

23+

საერთაშორისო პარტნიორი

8

ქვეყანა

3

საერთაშორისო აღიარება

საგანმანათლებლო პროგრამები

ერთობლივი და გაცვლითი პროგრამების განვითარება საერთაშორისო პარტნიორებთან

საერთაშორისო ორგანიზაციები

აქტიური წევრობა და თანამშრომლობა საერთაშორისო საგანმანათლებლო ორგანიზაციებთან

ინოვაციური პროექტები

საერთაშორისო პროექტებში მონაწილეობა და ინოვაციური გადაწყვეტილებების დანერგვა

საქართველოს ბიზნესის აკადემია-SBA 2021 წელს მონაწილეობდა საერთაშორისო საგანმანათლებლო პროექტში „პარტნიორობა და კრიზისები“, რომელიც მიზნად ისახავდა საერთაშორისო პარტნიორობების გაძლიერებასა და კრიზისულ პირობებში ინოვაციური თანამშრომლობის მაგალითების წარმოჩენას.

პროექტის ფარგლებში, აკადემიამ გერმანელ პარტნიორთან — BBS Wechloy-სთან ერთად წარმოადგინა ერთობლივად შექმნილი ნამუშევარი: მუსიკალური კომპოზიცია „Gemeinsam“ („ერთად“), რომელიც Covid-19 პანდემიის პერიოდში შეიქმნა და თანამშრომლობის სიმბოლოდ იქცა.

აღნიშნულმა ინიციატივამ საერთაშორისო ჟიურის მხრიდან მაღალი შეფასება მიიღო და მე-8 ადგილი დაიკავა, როგორც განსაკუთრებული პროექტი, რომელიც წარმატებით აერთიანებს თანამშრომლობასა და შემოქმედებითობას კრიზისულ პირობებში.

საქართველოს ბიზნესის აკადემია-SBA დაჯილდოვდა საერთაშორისო სერტიფიკატით, როგორც აღიარება იმ აქტიური როლისა, რომელიც მან შეასრულა საერთაშორისო პარტნიორობის განმტკიცებასა და ინოვაციური თანამშრომლობის ხელშეწყობაში.

თანამშრომლობის მიმართულებები

Partnership Widget
🏛️ საერთაშორისო ინსტიტუტებთან თანამშრომლობა
🇬🇪
Georgian International University
უნივერსიტეტი
🇦🇿
Azerbaijan State Economic University
სახელმწიფო უნივერსიტეტი
🇦🇲
Yerevan Crafisman State School N6
სახელმწიფო სკოლა
🇦🇲
Yerevan "Grigoris" Medical-Humanities College
სამედიცინო კოლეჯი
🇦🇲
MES RA Yerevan State Armenian-Greek College
ტურიზმის კოლეჯი
🇦🇲
Gyumri State Medical College
სამედიცინო კოლეჯი
🇩🇪 გერმანული საგანმანათლებლო ინსტიტუტები
🇩🇪
BBS Wechloy in Oldenburg
ბიზნეს სკოლა
🇩🇪
BBS II Kerschensteiner School
პროფესიული სკოლა
🇩🇪
Städtische Berufsschule für Informationstechnik
IT პროფესიული სკოლა
🌊 ბალტიისპირეთის ქვეყნები
🇱🇻
SIA "Ekonomikas un kulturas augstskola"
ეკონომიკისა და კულტურის კოლეჯი
🇱🇻
Alberta College
კოლეჯი
🇱🇻
Latvia Business College
ბიზნეს კოლეჯი
🇱🇻
Baltic International Academy Latvia
საერთაშორისო აკადემია
🇱🇻
BA Business College
ბიზნეს კოლეჯი
🏰 აღმოსავლეთ ევროპის ინსტიტუტები
🇸🇰
The Academic Society of Michal Baludansky
აკადემიური საზოგადოება
🇺🇦
Central Ukrainian National Technical University
ტექნიკური უნივერსიტეტი
🇺🇦
Chernihiv National University of Technology
ტექნოლოგიების უნივერსიტეტი
🏔️ ცენტრალური აზიის პარტნიორები
🇰🇿
College of Transport and Life Safety
ტრანსპორტის კოლეჯი
🇰🇿
College K. Nurgaliyeva
კოლეჯი
🇰🇿
Teaching and Education Work School of "Arman"
განათლების სკოლა
🇰🇿
Humanitarian and Technical College
ჰუმანიტარული კოლეჯი
🇰🇿
College of Law
იურიდიული კოლეჯი
International Programs

საერთაშორისო პროგრამები



საბაჟო საქმის ინგლისურენოვანი პროგრამა

პროგრამის დეტალები
საქართველოს ბიზნესის აკადემია – SBA ევროპული აღიარება სამეწარმეო განათლებაში

SBA 2019 წელს აღიარებულ იქნა ევროპის ერთ-ერთ წარმატებულ საგანმანათლებლო ორგანიზაციად სამეწარმეო განათების ინოვაციური პრაქტიკისთვის და დასახელდა „სამეწარმეო სკოლის ჯილდო 2019-ის“ ნომინანტთა შორის.

აღნიშნული ინიციატივა ევროკავშირის ფარგლებში ტარდება და მიზნად ისახავს იმ საგანმანათლებლო დაწესებულებების გამოვლენასა და მხარდაჭერას, რომლებიც ხელს უწყობენ მეწარმეობრივი კომპეტენციების განვითარებას ინოვაციური და სტუდენტზე მორგებული მიდგომებით.

აკადემია დაჯილდოვდა, როგორც საქართველოს საუკეთესო საგანმანათლებლო დაწესებულება სამეწარმეო განათების მიმართულებით, რაც კიდევ ერთხელ უსვამს ხაზს აკადემიის თანამედროვე ხედვასა და პრაქტიკულ სწავლებაზე ორიენტირებულ მიდგომას.

დაჯილდოების ცერემონია გაიმართა 2019 წლის 16 ოქტომბერს, ფინეთის დედაქალაქ ჰელსინკში, პროფესიული უნარების ევროპული კვირეულის (EVSW) ფარგლებში. ღონისძიებაში მონაწილეობა მიიღო აკადემიის პროფესიული განათლების მასწავლებელმა და მეწარმეობის მოდულის განმახორციელებელმა — თეიმურაზ ბერიშვილმა.

ევროპის 22 ქვეყნის 34 საგანმანათლებლო დაწესებულებიდან შერჩეული ფინალისტები წარმოადგენდნენ წარმატებულ პრაქტიკას მეწარმეობის სწავლების მიმართულებით — მათ შორის იყო საქართველოს ბიზნესის აკადემია – SBA, როგორც ინოვაციური და ეფექტიანი საგანმანათლებლო მიდგომის მაგალითი.

აღნიშნული აღიარება ხაზს უსვამს SBA-ს როლს პროფესიული განათლების ევროპულ სივრცეში და ადასტურებს მის მუდმივ სწრაფვას თანამედროვე, პრაქტიკაზე ორიენტირებული და სტუდენტზე მორგებული სწავლების განვითარებისკენ.