ჯუნელ გულმამედოვა
ჯუნელი 2016 წლიდან წარმატებით საქმიანობს საქართველოს ბიზნესის აკადემია- SBA-ში. მისი საქმიანობა მოიცავს აკადემიის ადმინისტრაციული პროცესების მართვას, შემოსული და გასული კორესპონდენციის რეგისტრაციასა და კონტროლს, ოფიციალური ცნობებისა და ბრძანებების მომზადებას, სტუდენტთა დოკუმენტაციის მიღებას და აკადემიის არქივის ორგანიზებულ ზედამხედველობას. 2020 წლიდან იგი დამატებით პასუხისმგებელია პროფესიული მომზადებისა და გადამზადების პროგრამების საერთო კოორდინაციაზე.
ჯუნელი ფლობს საქართველოს ბიზნესის აკადემია-SBA-ს ოფისის მენეჯერის პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამის დიპლომს, რაც მას ეხმარება ადმინისტრაციული და ორგანიზაციული პროცესები ეფექტურად და პასუხისმგებლობით მართოს.
მისი მრავალწლიანი გამოცდილება ადმინისტრაციულ და საგანმანათლებლო საქმიანობაში მნიშვნელოვან როლს ასრულებს აკადემიის ყოველდღიური პროცესების ორგანიზებასა და პროგრამების წარმატებულ განხორციელებაში.


