2018 წლის 2 მარტს, კერძო უმაღლესი სასწავლებლების ასოციაციის პირველი (დამფუძნებელი) კონფერენცია გაიმართა.
კონფერენციაში მონაწილეობა ასამდე დელეგატმა მიიღო. მათ შორის იყო ასოციაციის წევრი უნივერსიტეტების რექტორები, დამფუძნებლები, ვიცე-რექტორები, ხარისხის სამსახურის უფროსები, დეკანები და პროფესორები.
კონფერენციაზე განხილულ იქნა ასოციაციის ადმინისტრაციის ანგარიში გაწეული საქმიანობის შესახებ. დელეგატებმა ასოციაციის პრიორიტეტებსა და სამომავლო საქმიანობაზე ისაუბრეს.
ღონისძიებას საპატიო სტუმრის სტატუსით ესწრებოდნენ, როგორც საჯარო, ისე კერძო სექტორის წარმომადგენლები, მათ შორის საქართველოს ბიზნესის აკადემია- SBA-ის დირექტორი ქალბატონი ია ერაძე.