კონკურსი „ბუნების ფიქრთა კალეიდოსკოპი“

კონკურსი „ბუნების ფიქრთა კალეიდოსკოპი“

საქართველოს ბიზნესის აკადემია-SBA ეკოპროექტის „ბუნების ხმა“ 2025 ფარგლებში აცხადებს კონკურსსბუნების ფიქრთა კალეიდოსკოპი“.

,,ფართოდ გახელილი თვალებით“ დაინახე, მოუსმინე, გაიგონე ბუნების ფიქრი, შექმენი ისტორია და შეცვალე მომავალი

კონკურსში მონაწილეობისათვის შექმენი თხრობითი ტექსტი, რომელშიც ბუნების ქმნილებები/მოვლენები ისაუბრებენ გარემოსდაცვით პრობლემებზე.

  • პროექტის ავტორი: თინათინ ბედუკაძე, საქართველოს ბიზნესის აკადემია-SBA-ს პროფესიული განათლების მასწავლებელი
  • პროექტის მხარდამჭერები: Wasteless | საქართველოს ბიზნესის აკადემია-SBA
  • მონაწილეები: SBA-ს სტუდენტები
  • კონკურსის ფორმატი: ინდივიდუალურ-შემოქმედებითი ნამუშევარი
  • განაცხადის მიღების ბოლო ვადა: 18 აპრილი
  • გამარჯვებულთა დაჯილდოება: 22 აპრილი, დედამიწის დღე

კონკურსის პირობები:

წარმოიდგინე, რომ ეკოაქტივისტი ხარ, ეკოლოგიასთან დაკავშირებული საკითხები ძალიან გაინტერესებს, რადგან მიგაჩნია, რომ ბუნების დაცვა უტოლდება ადამიანის უფლებების დაცვას სუფთა ჰაერის, წყლის, ნიადაგისა და უსაფრთხო მომავლისთვის. როგორც ეკოაქტივისტი, თავს ვალდებულად თვლი, რომ შენი სოციუმის (მეგობრების, თანამშრომლების, თანამოქალაქეების) ცნობიერების ამაღლებას ხელი შეუწყო. ამას სხვადასხვა გზით ცდილობ ხოლმე. ამჟამად კი გადაწყვიტე, რომ მეგობრებთან ერთად სოციალური მედიაკონტენტი ბუნების ფიქრთა კალეიდოსკოპი“ შექმნა, რათა ბუნების სათქმელი რაც შეიძლება მეტი ადამიანის ყურამდე და გულამდე მიიტანო. იდეის ხორცშესხმისთვის შექმენი თხრობითი ტექსტი, რომელშიც ბუნების ქმნილებები/მოვლენები ისაუბრებენ გარემოსდაცვით პრობლემებზე (კლიმატის ცვლილება, ჰაერის დაბინძურება, წყლის დაბინძურება, ბიომრავალფეროვნების შემცირება, ნარჩენების დაგროვება (პლასტმასა, ელექტრო ნარჩენები, ბატარეები, საბურავები, აკუმულატორები,ზეთები და ა.შ.). ამ გზით დაეხმარე ადამიანებს, რომ „ფართოდ გახელილი თვალებით“ იმაზე მეტის დანახვა შეძლონ, ვიდრე ახლა ხედავენ.

ტექსტი უნდა შეიცავდეს:

  • მთხრობელი პერსონაჟის განცდებს, ემოციებს, ფიქრებს (პირველი პირის პერსპექტივა);
  • გარემოსდაცვით პრობლემაზე მსჯელობას;
  • პირდაპირ ან ალეგორიულ გზავნილს თანამედროვე ,,მომხმარებელი“ საზოგადოებისთვის;
  • მხატვრულ-გამომსახველობით საშუალებებს (გაპიროვნება, მეტაფორა, შედარება…) მთხრობელი პერსონაჟის სახის, ემოციების, განწყობების წარმოსაჩენად;
  • მკითხველზე ზემოქმედებისთვის შერჩეულ სიტყვებსა და თხრობითი ტექსტის  სტრუქტურას.

სასურველია, ნამუშევარი იყოს ვიზუალურად გაფორმებული (ილუსტრაცია, ფოტოკოლაჟი, ვიდეო/ანიმაცია ან სხვა შემოქმედებითი ელემენტი).
ტექსტი უნდა იყოს სალიტერატურო ენის ნორმების დაცვით შექმნილი და არ უნდა აღემატებოდეს 2 გვერდს (A4, შრიფტი: 12, ინტერვალი: 1.5).
ნამუშევარი უნდა გამოაგზავნოთ ელფოსტაზე – tinatinbedukadze@gmail.com
სათაურის ველში მიუთითეთ საკონკურსო თემა 2025

🏆 კონკურსის ფარგლებში გამოვლინდება 3 რჩეული ნაშრომი

შეფასების კრიტერიუმები:

  • კრეატიულობა და ორიგინალურობა – 20 ქულა
  • მხატვრული ღირებულება და ენობრივი სტილი – 20 ქულა
  • თემატური შესაბამისობა – 20 ქულა
  • კოშეტყობინების სიღრმე – 20 ქულა
  • ვიზუალური გაფორმება – 20 ქულა

ჯამში: 100 ქულა

გახდი ბუნების ხმა! შექმენი ეკოისტორია, რომელიც გავლენას მოახდენს ადამიანებზე და გახდი ეკოგმირი! 🌍♻️💚