2019 წლის 22 აპრილს, საქართველოს სავაჭრო-სამრეწველო პალატის ორგანიზებით, საჯარო-კერძო დიალოგის ფორმატის ფარგლებში, პროფესიული განათლების შესახებ შეხვედრა გაიმართა. აღნიშნულ შეხვედრას საქართველოს ბიზნესის აკადემია-SBA-ის დირექტორი ქალბატონი ია ერაძე ესწრებოდა. ქალბატონი ია, საქართველოს სავაჭრო სამრეწველო პალატის დუალური პროფესიული განათლების საკოორდინაციო საბჭოს წევრი გახლავთ.
ასევე შეხვედრას, პალატის საბჭოს წევრები, კერძო სექტორის, საერთაშორისო დონორი ორგანიზაციებისა და პროფესიული სასწავლებლების წარმომადგენლები ესწრებოდნენ, რომლებმაც პროფესიული განათლების მიმართულებით დაგეგმილი სიახლეების შესახებ მიიღეს ინფორმაცია.
ღონისძიების ფარგლებში, მათ საშუალება ჰქონდათ კითხვა-პასუხის რეჟიმში მიეღოთ ინფორმაცია, მათთვის საინტერესო საკითხებზე, ასევე გამოეთქვათ საკუთარი მოსაზრებები.