მიმდინარე წლის 11-12 ივლისს, აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტში, TEMPUS-ის პროექტის „ტრანსნაციონალური განათლების ხარისხის განვითარება და აღიარება საქართველოსა და სომხეთში“ ფარგლებში, გაიმართა საერთაშორისო კონფერენცია. განხილულ იქნა პროექტის ფარგლებში მიღწეული შედეგები, რაც მოიცავდა ტრანსნაციონალური განათლების, მათ შორის, ერთობლივი და ორმაგი ხარისხის მიმნიჭებელი პროგრამების, ხარისხის უზრუნველყოფისა და აღიარების საკითხებს.
კონფერენციაში მონაწილეობდნენ: იუნესკოს წარმომადგენელი – მიკაელა მარტინი, სომხეთის, ამერიკის, საფრანგეთის უნივერსიტეტების , აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტის, განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის, კავკასიის უნივერსიტეტისა და ბათუმის საზღვაო აკადემიის წარმომადგენლები.
აღნიშნულ კონფერენციას ესწრებოდა საქართველოს ბიზნესის აკადემია -SBA-ს საერთაშორისო ურთიერთობების სპეციალისტი.