2018 წლის 14 ნოემბერს, საპატიო სტუმრის სტატუსით, მიწვეული იყო, საქართველოს ბიზნესის აკადემია-SBA-ის დირექტორი, ქალბატონი ია ერაძე, საქართველოს კარიტასის ჯანდაცვის პროგრამის ფარგლებში, შინმოვლის სასწავლო კურსის 400-მდე სტუდენტის სერტიფიკატების გადაეცემის ცერემონიაზე. პროგრამა როგორც სტუდენტების მომზადებას, ასევე – უკვე არსებული სპეციალისტების გადამზადებასა და მათთვის საექთნო საქმიანობის უახლესი ტენდენციების შესწავლას ისახავს მიზნად. აგრეთვე – პაციენტებისთვის მაღალი ხარისხის მომსახურების მიწოდების უზრუნველყოფას. საქართველოს კარიტასის ჯანდაცვის პროგრამის მენეჯერის – გაიოზ ყუბანეიშვილის თქმით, სტუდენტების დაინტერესება წლიდან წლამდე მზარდია და დასაქმების მაჩვენებელიც საკმაოდ მაღალი – რადგანაც, მაღალკვალიფიციური პერსონალის საჭიროება არსებობს.