2018 წლის 18 მაისს, პროფესიული საგანმანათლებლო დაწესებულებების ხელმძღვანელებისა და თანამშრომლებისათვის ჩატარდა ტრენინგი თემაზე „შრომის ბაზრის შესახებ მონაცემების შეგროვება და ანალიზი“.
ტრენინგის მიზანი იყო შრომის ბაზრის შესახებ პირველადი მონაცემების შეგროვების და ანალიზის უნარების განვითარება ტრენინგის მონაწილეთათვის, ასევე მარტივი ანალიზი და ანგარიშის შედგენა.
აღნიშნულ ტრენინგს ესწრებოდნენ საქართველოს ბიზნესის აკადემია-SBA-ს დირექტორი, ქ-ნ ია ერაძე და საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის სპეციალისტი, ქ-ნ ლიკა კომახიძე.