ტრენინგის თემა: „შეფასების სისტემა და მისი ხარისხის უზრუნველყოფა პროფესიულ განათლებაში“.
ტრენინგის მიზანი: აკადემიის პროფესიული მასწავლებლების განვითარების ხელშეწყობა
ტრენინგზე განხილული იქნება:
შეფასების პრინციპები პროფესიულ განათლებაში,
შეფასების სისტემის ელემენტები, მისი თავისებურებები დუალური მიდგომით განხორციელებულ პროგრამებში და ინტეგრირებული მოდულების სწავლებისას,
ასევე შეფასების ხარისხის უზრუნველყოფის მექანიზმები და მათი გამოყენება შეფასების სისტემის განვითარებისათვის.
სტუდენტთა შეფასების საკითხებში არსებული აკადემიის შიდა რეგულაციები და არსებული პრაქტიკა,
პერსონალის ჩართულობით, განხილული იქნება საკანონმდებლო მოთხოვნებთან შესაბამისობის კუთხით.
შეხვედრა გაიმართება ონლაინ Microsoft Teams-ის პლათფორმაზე, ჯგუფი „ადმინისტრაცია”
დრო: 20 მარტი, 11:00 სთ
ტრენინგის ხანგრძლივობა: 3 სთ
ტრენინგს წარუძღვება სსიპ განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის დირექტორის მოადგილე კახაბერ ერაძე.
ტრენინგის მონაწილეებს გადაეცემათ სერტიფიკატები.
დამატებითი კითხვების შემთხვევაში დაგვიკავშირდით email: info@sba.edu.ge