მიმდინარე წლის 12 ოქტომბერს , საქართველოს ბიზნესის აკადემია-SBA-სა და საზოგადოებრივ კოლეჯ “პანაცეა“-ს შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა. აღნიშნული მემორანდუმი ითვალისწინებს ერთობლივი პროექტებისა და ღონისძიებების განხორციელებას. მხარეები ითანამშრომლებენ საერთო ინტერესების სფეროში შემავალი საკითხების კვლევასა და საგანმანათლებლო პროგრამების განხორციელების პროცესში, ასევე ხელს შეუწყობენ ერთმანეთის საქმიანობის პოპულარიზაციას.