➦ საქართველოს ბიზნესის აკადემია- SBA ევროპის განათლების ფონდის პროფესიული განათლების წარმატების ცენტრების (Centers of Vocational Excellence) საერთაშორისო ქსელის წევრი გახდა.
➦ „მოხარულნი ვართ დავადასტუროთ აკადემიის წევრობა ჩვენს ქსელში. კეთილი იყოს თქვენი მობრძანება!“ – ნათქვამია ქსელის ხელმძღვანელის ოფიციალურ წერილში.
➦ საერთაშორისო ქსელის წევრებს წარმოადგენენ პროფესიული საგანმანათლებლო დაწესებულებები მთელი მსოფლიოს მასშტაბით, რომლებიც გამოირჩევიან რა სერვისების მაღალი ხარისხით, მნიშვნელოვან როლს ასრულებენ შრომის ბაზრისათვის საჭირო უნარების განვითარებასა და რეგიონის ეკონომიკურ ზრდაში.
➦ „წევრობამდე დაწესებულებები ავსებენ კომპლექსურ თვითშეფასებას რვა სტანდარტის მიხედვით, რომელიც საუკეთესო საერთაშორისო პრაქტიკას მიემართება და ბევრი მხარის ჩართულობით მიმდინარეობს. ეს ძალზედ საპასუხისმგებლო პროცესია, ჩვენს შემთხვევაში პროცედურას თითქმის სამი თვე დასჭირდა და წარმატებით დასრულდა. აკადემიის სტანდარტებთან შესაბამისობის დეტალებზე საზოგადოებას ინფორმაციას დამატებით მივაწვდით”- ამის შესახებ აკადემიის რექტორმა განაცხადა
➦ აკადემია ულოცავს პერსონალს, სტუდენტებს, პარტნიორებს და პროფესიულ საზოგადოებას აკადემიის ხარისხის საერთაშორისო სტანდარტების მიხედვით აღიარებას, რაც იმავდროულად ქართული პროფესიული განათლების სისტემის დადებითი იმიჯის გაძლიერებას უწყობს ხელს საერთაშორისო დონეზე.