ლანა მჭედლიშვილი
ლანა მჭედლიშვილი არის სასწავლო პროცესის მართვის სამსახურის სპეციალისტი საქართველოს ბიზნესის აკადემიაში.
მისი საქმიანობა მოიცავს როგორც სასწავლო პროცესის დაგეგმვასა და
განხორციელებას, ასევე სტუდენტებთან კომუნიკაციას.
ლანა არის საქართველოს საზოგადოებრივ საქმეთა ინსტიტუტის [GIPA] საერთაშორისო
ურთიერთობების მაგისტრანტი, მან აკადემიური გამოცდილება გაიღრმავა გაცვლითი პროგრამის ფარგლებში ნეაპოლის ფედერიკო II-ის სახელობის უნივერსიტეტში [UNINA]. იგი ასევე ფლობს
ინგლისური ფილოლოგიის ბაკალავრის ხარისხს, ამერიკისმცოდნეობის დამატებითი სპეციალობით.
მას აქვს სამუშაო გამოცდილება საქართველოს უნივერსიტეტში სასწავლო პროცესის მართვის სამსახურში, რაც ხელს უწყობს ამჟამინდელი საქმიანობის განხორციელებაში.
მისი მიზანია ხელი შეუწყოს სასწავლო პროცესების შეუფერხებლად მუშაობას და კომუნიკაციის ხარისხიან და ეფექტურ განხორციელებას სტუდენტებსა და აკადემიას შორის.


