თუ შენი სასწავლო პროცესი ვერ ხორციელდება ძირითადი სასწავლო გეგმით, აკადემია გთავაზობს ინდივიდუალურ სასწავლო გეგმას. ეს ნიშნავს, რომ სწავლების პროცესში გათვალისწინებული იქნება შენი პირადი საჭიროებები და შესაძლებლობები.

როგორ ხდება ინდივიდუალური სასწავლო გეგმის შედგენა?

  • პროცესი ხორციელდება შენი უშუალო ჩართულობით (არასრულწლოვნების შემთხვევაში – კანონიერი წარმომადგენლის მონაწილეობით).
  • მიღებული გადაწყვეტილება სრულად ეფუძნება შენს საუკეთესო ინტერესებს. ინდივიდუალური გეგმა დაგეხმარება მაქსიმალურად გამოიყენო შენი შესაძლებლობები და სრულფასოვნად აითვისო პროგრამა.

ასევე, შეგიძლია გაიარო პროგრამის კომპონენტი ინდივიდუალურ რეჟიმში შემდეგ შემთხვევაში:

  • დამატებითი განმსაზღვრელი შეფასების შედეგად მოდულის სწავლის შედეგის ვერდადასტურება;
  • არარენტაბელური ჯგუფის ფორმირებისას;
  • სტატუსის აღდგენისას;
  • ფორმალური განათლების აღიარების შედეგად დარჩენილი კომპონენტის დასაძლევად;
  • არაფორმალური განათლების აღიარების საფუძველზე დარჩენილი კომპონენტის დასრულებისთვის;

შიდა ან გარე მობილობის ფარგლებში.