ლელა წოწკოლაური
ლელას საბანკო სფეროში მრავალწლიანი პროფესიული გამოცდილება აქვს. მისი კარიერა 2007 წელს ტერაბანკში დაიწყო, სადაც 16 წლის განმავლობაში იყო გუნდის წევრი და მუშაობდა საბანკო ოპერაციებისა და კლიენტთა მომსახურების მიმართულებით. ამჟამად ლელა მუშაობს თიბისი ბანკში საკასო ჯგუფში, ჯგუფის უფროსის თანაშემწის პოზიციაზე, სადაც მონაწილეობს საკასო ოპერაციების მართვასა და კლიენტთა ეფექტური მომსახურების უზრუნველყოფაში. პროფესიული საქმიანობის განმავლობაში ლელას გავლილი აქვს არაერთი პროფესიული ტრენინგი, მათ შორის: კლიენტთან ურთიერთობის საფუძვლები, ნაღდ ფულთან მუშაობის კვალიფიკაციის კურსი, „ყალბი ფულის პრევენცია“, ასევე კლიენტებთან ეფექტური კომუნიკაციისა და მომსახურების ტრენინგები. ლელასთვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანია პროფესიული ცოდნის გაზიარება და პრაქტიკული გამოცდილების გადაცემა. იგი მოხარულია, რომ აქვს შესაძლებლობა თავისი ცოდნა და გამოცდილება გაუზიაროს საქართველოს ბიზნესის აკადემია – SBA-ს სტუდენტებს და ხელი შეუწყოს მათი პროფესიული უნარების განვითარებას.


