სასწავლო პროცესის მართვის სამსახურის სპეციალისტი

მაგდა ზირაქაშვილი

მაგდა ზირაქაშვილი არის შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტის საჯარო ადმინისტრირებისა და სახელმწიფო მმართველობის საბაკალავრო პროგრამის კურსდამთავრებული.

მისი პროფესიული გამოცდილება მოიცავს განათლების სფეროში ადმინისტრაციული და სასწავლო პროცესების მართვას, ღონისძიებების ორგანიზებასა და პროექტების კოორდინაციას. სხვადასხვა პერიოდში მუშაობდა შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტში ღონისძიებების მენეჯერისა, ადმინისტრაციული მენეჯერისა და ხარისხის უზრუნველყოფის სპეციალისტის პოზიციებზე. ასევე, პროფესიული გამოცდილება აქვს საჯარო სექტორში, სსიპ საგანმანათლებლო დაწესებულების მანდატურის სამსახურში.

ამჟამად იგი საქართველოს ბიზნესის აკადემია SBA-ში სასწავლო პროცესების მართვის სპეციალისტის პოზიციას იკავებს.

მისი პროფესიული ინტერესები უკავშირდება განათლების ადმინისტრირებას, საგანმანათლებლო პროცესების განვითარებასა და განათლების ხარისხის უზრუნველყოფას