მაია მელაშვილი
მაია მელაშვილს გააჩნია მრავალწლიანი გამოცდილება საგანმანათლებლო სერვისების მართვისა და ადმინისტრირების მიმართულებით.
მან დაამთავრა თბილისის საერთაშორისო ურთიერთობების უნივერსიტეტი, სამართალმცოდნეობის სპეციალობით და სწავლის დასრულების შემდეგ პროფესიული საქმიანობა სწორედ ამავე უნივერსიტეტში დაიწყო, სადაც კანცელარიის წამყვანი სპეციალისტის პოზიციას იკავებდა. შემდგომში მან გააგრძელა მუშაობა სამართლის ფაკულტეტის დეკანის მოადგილის პოზიციაზე, სადაც ადმინისტრაციულ მართვაში მნიშვნელოვანი გამოცდილება შეიძინა.
მისი კარიერა გაგრძელდა თბილისის ხელოვნებისა და ჰუმანიტარულ მეცნიერებათა სასწავლო უნივერსიტეტში, სადაც იგი კანცელარიის წამყვანი სპეციალისტის პოზიციას იკავებდა. გარდა ამისა, მას მნიშვნელოვანი ადმინისტრაციული და მენეჯერული გამოცდილება აქვს საზოგადოებრივ კოლეჯ „ხელოვნებისა და მეცნიერების აკადემიაში“, სადაც კანცელარიის უფროსისა და ადამიანური რესურსების მართვის სამსახურის უფროსის თანამდებობებს წარმატებით ასრულებდა.
ამჟამად, საქართველოს ბიზნესის აკადემია-SBA-ს საგანმანათლებლო რესურსების სპეციალისტია, სადაც აქტიურად მუშაობს აკადემიური პროცესების ოპტიმიზაციასა და რესურსების ეფექტიან მართვაზე.
მისი პროფესიული განვითარება არ შემოიფარგლება მხოლოდ პრაქტიკული გამოცდილებით – იგი აქტიურად ესწრებოდა სხვადასხვა სემინარებსა და კონფერენციებს, აგრეთვე მონაწილეობდა ტრენინგებში, რაც ხელს უწყობს მის მუდმივ პროფესიულ ზრდას და თანამედროვე სტანდარტებთან შესაბამისობის უზრუნველყოფას.
მაია მელაშვილი განათლების სფეროში ადმინისტრაციული პროცესების მართვის, სტრატეგიული დაგეგმვისა და სამართლებრივი რეგულაციების დანერგვის კუთხით მნიშვნელოვანი ექსპერტიზის მქონე პროფესიონალია, რომლის საქმიანობა მიმართულია საგანმანათლებლო დაწესებულებების ორგანიზაციული და ადმინისტრაციული ეფექტიანობის გაძლიერებაზე.