სკოლამდელი განათლების პროგრამის ხელმძღვანელი

მაია მიჩილაშვილი

მისი გამოცდილება მოიცავს არაერთ მნიშვნელოვან როლს, იგი არის საქართველოს ბიზნესის აკადემია – SBA-ს სკოლამდელი განათლების პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამის ხელმძღვანელი, სკოლამდელი განათლების ხარისხის უზრუნველყოფისა და კურიკულუმის ექსპერტი, ბაღების ავტორიზაციის საკოორდინაციო საბჭოს წევრი და 71-ე საბავშვო ბაღის საგანმანათლებლო პროგრამების კოორდინატორი.
მაია 28 წელია, რაც პატარების განვითარებასა და აღმზრდელ-პედაგოგების პროფესიულ განვითარებაზე ზრუნავს.

ფარმაციის პროგრამის ხელმძღვანელი | პროფესიული განათლების მასწავლებელი
ნატა ჩხაიძე არის მრავალწლიანი გამოცდილების მქონე ფარმაცევტი და განათლების სფეროს ექსპერტი. 1993 წლიდან აქტიურად საქმიანობს როგორც ფარმაცევტულ სექტორში, ისე პროფესიულ განათლებაში.
უმაღლესი განათლება მიღებული აქვს ხარკოვის სამედიცინო აკადემიაში, ხოლო ასპირანტურა – თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტში, სპეციალობით „წამალთა ტექნოლოგია და ფარმაცევტული საქმის ორგანიზაცია“.
2003 წლიდან მუშაობს შპს „პსპ ფარმაში“ და ამჟამად ხელმძღვანელობს სპეციალურ კონტროლს დაქვემდებარებული მედიკამენტების ბრუნვის კონტროლის სამსახურს.
არის ფარმაციის პროფესიული პროგრამის ჩარჩო დოკუმენტის თანაავტორი, ავტორიზაციის/აკრედიტაციის ექსპერტი და ჯანდაცვის დარგობრივი საბჭოს წევრი.
დაჯილდოებულია ისრაელის საელჩოს სპეციალური პრიზით პროფესიული განათლების განვითარებაში შეტანილი წვლილისთვის.
მისი ხედვა SBA-ში ეფუძნება ხარისხიანი განათლების გარდაქმნას რეალურ პროფესიულ შესაძლებლობად და სტუდენტების უწყვეტ პროფესიულ განვითარებას.