დაცვისა და უსაფრთხოების სამსახურის სპეციალისტი

მამუკა კაპანაძე

მამუკა კაპანაძე საქართველოს ბიზნესის აკადემიის – SBA დაცვისა და უსაფრთხოების სამსახურის სპეციალისტია. იგი პასუხისმგებელია აკადემიის ტერიტორიაზე საზოგადოებრივი წესრიგის დაცვასა და შენობა-ნაგებობების უსაფრთხოების უზრუნველყოფაზე. სამსახურეობრივი მოვალეობის ფარგლებში იგი ანხორციელებს სამუშაო და სასწავლო სივრცეების პერიოდულ მონიტორინგს, რაც უზრუნველყოფს დაწესებულებაში მყოფი ყველა პირის დაცვას.

განსაკუთრებული ყურადღება ეთმობა სტუდენტთა უსაფრთხოებას, როგორც სასწავლო პროცესის განმავლობაში, ასევე აკადემიის ტერიტორიაზე ყოფნის ნებისმიერ დროს. მამუკა კაპანაძე აქტიურად მონაწილეობს უსაფრთხო სასწავლო გარემოს ჩამოყალიბებაში, რაც სტუდენტებს საშუალებას აძლევს სრულად კონცენტრირდნენ სასწავლო პროცესზე.