მარიამ ქარქაშაძე
მარიამის პროფესიული გამოცდილება აერთიანებს საგანმანათლებლო, არასამთავრობო და სახელმწიფო სექტორებში საქმიანობას. უნივერსიტეტში სწავლის პერიოდში იგი აქტიურად იყო ჩართული სხვადასხვა ორგანიზაციაში, სადაც სოციალური მუშაობის მიმართულებით თანამშრომლობდა სამიზნე ჯგუფებთან და მონაწილეობდა მათ მხარდამჭერ პროექტებსა თუ ინიციატივებში. აღნიშნულმა გამოცდილებამ მას საშუალება მისცა პრაქტიკულად გაეცნო სოციალური სამუშაოს სპეციფიკა და განევითარებინა კომუნიკაციის, ემპათიისა და თანამშრომლობის უნარები. გარდა ამისა, იგი მუშაობდა ნიუტონის თავისუფალ სკოლაში, სადაც უშუალოდ მონაწილეობდა მშობლებთან კომუნიკაციისა და თანამშრომლობის პროცესებში.
მარიამმა უმაღლესი განათლება მიიღო ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში, სადაც სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტზე დაასრულა სოციალური მეცნიერებების საბაკალავრო პროგრამა სოციალური მუშაობის მიმართულებით, მაღალი აკადემიური მოსწრებით.
შემდგომში სწავლა განაგრძო იმავე უნივერსიტეტში, ფსიქოლოგიისა და განათლების მეცნიერებათა ფაკულტეტზე, განათლების მეცნიერებების სამაგისტრო პროგრამაზე, რომელიც ასევე წარჩინებით დაასრულა. აღნიშნულმა აკადემიურმა გამოცდილებამ მას მისცა საფუძვლიანი ცოდნა განათლების სისტემის, მისი მართვისა და განვითარების მიმართულებით, ასევე სოციალური პროცესების ანალიზისა და გააზრების შესაძლებლობა.მარიამი აქტიურად იღებდა მონაწილეობას საუნივერსიტეტო კონფერენციებსა და აკადემიურ ღონისძიებებში, სადაც წარმოადგენდა კვლევებს განათლების პოლიტიკისა და სოციალური პროცესების მიმართულებით. ეს გამოცდილება დაეხმარა მას განავითარებინა კრიტიკული აზროვნება, საჯარო პრეზენტაციისა და კვლევით უნარები.


