სასწავლო პროცესის მართვის სამსახურის სპეციალისტი

მარიამ ცირამუა

მარიამ ცირამუა – საქართველოს ბიზნესის აკადემია-SBA-ის სასწავლო პროცესის მართვის სამსახურის სპეციალისტია. მისი პროფესიული საქმიანობა სასწავლო პროცესის დაგეგმვას, ორგანიზებასა და მართვას, საგანმანათლებლო პროგრამების განხორციელების კოორდინაციას, პროფესიულ მასწავლებლებთან, სტუდენტებსა და ადმინისტრაციულ პერსონალთან კომუნიკაციას უკავშირდება.

მარიამის პროფესიული გამოცდილება განათლების სფეროს სხვადასხვა მიმართულებას აერთიანებს. იგი მუშაობდა შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტში ხარისხის უზრუნველყოფისა და სასწავლო პროცესის მონიტორინგის მიმართულებით. მისი საქმიანობა მოიცავდა საგანმანათლებლო პროგრამების ხარისხის უზრუნველყოფას, აკრედიტაციის პროცესების მხარდაჭერას, სასწავლო პროცესების მონიტორინგსა და აკადემიური საკითხების კოორდინაციას. ამასთანავე, მას აქვს ინგლისური ენის ლექტორად მუშაობისა და კერძო სწავლების გამოცდილება, რაც მოიცავს სასწავლო პროცესის დაგეგმვას, სასწავლო მასალების შემუშავებასა და სტუდენტთა ინდივიდუალურ საჭიროებებზე მორგებული სწავლების მეთოდების გამოყენებას.

მარიამმა წარმატებით დაასრულა საქართველოს უნივერსიტეტის განათლების ადმინისტრირების სამაგისტრო პროგრამა (2024–2026). მანამდე კი ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტში საერთაშორისო ურთიერთობების საბაკალავრო პროგრამაზე სწავლობდა. მისი აკადემიური ინტერესები უკავშირდება განათლების სისტემის მართვას, საგანმანათლებლო პოლიტიკას, ხარისხის უზრუნველყოფას, ინკლუზიურ განათლებასა და საგანმანათლებლო შესაძლებლობების თანასწორობას.