მარინე გვრიტიშვილი
მარი გვრიტიშვილი არის ბიზნესის ადმინისტრირების მაგისტრი, რომელსაც საფინანსო სექტორსა და განათლების სფეროში მოღვაწეობის 20-წლიანი მრავალფეროვანი გამოცდილება აქვს. მისი კარიერა საფინანსო სექტორში მოიცავს ისეთ საკვანძო მიმართულებებს, როგორიცაა: - გაყიდვები და დაკრედიტება; - ფინანსები და ბუღალტერია; ეს მრავალმხრივი პრაქტიკული ცოდნა მას აძლევს შესაძლებლობას, ფინანსური პროცესები მართოს მაღალი ეფექტიანობით და მიღებული გამოცდილება წარმატებით დანერგოს საგანმანათლებლო სივრცეში. მარი უკვე 8 წელზე მეტია, რაც განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის ექსპერტია პროფესიულ განათლებაში. იგი აქტიურად არის ჩართული სასწავლო პროგრამების შეფასებისა და განათლების ხარისხის გაუმჯობესების პროცესში. საქართველოს ბიზნესის აკადემია-SBA-ში ის წლების განმავლობაში ხელმძღვანელობდა ფინანსების პროგრამას. ამჟამად იგი იკავებს ფინანსური მენეჯერის პოზიციას, ასევე არის ფინანსების პროფესიული საგანამანათლებლო პროგრამის მოდულების განმახორციელებელი. მისი ძირითადი პასუხისმგებლობები მოიცავს კომპანიის ფინანსურ და ბუღალტრულ აღრიცხვას, ასევე ორგანიზაციული პროცესების შეუფერხებელ მართვას.


