საექთნო საქმის პროგრამის ხელმძღვანელი

მარინე მუშკუდიანი

მარინე მუშკუდიანი არის საექთნო საქმის პროგრამის ხელმძღვანელი, პროფესიული მასწავლებელი.

35 წლიანი პრაქტიკული და აკადემიური გამოცდილების მქონე სპეციალისტი საექთნო სფეროში. ამჟამად ხელმძღვანელობს საქართველოს ბიზნესის აკადემია-SBA-ს საექთნო პროგრამას და პარალელურად მოღვაწეობს როგორც პროფესიული მასწავლებელი.

არის თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტი-ს ქართულ-ავსტრიული საექთნო პროგრამის მიწვეული პედაგოგი და მრავალწლიანი კლინიკური გამოცდილება აქვს წამყვან სამედიცინო დაწესებულებებში, მათ შორის მთავარი ექთნის პოზიციაზე საუნივერსიტეტო კლინიკაში.

მისი პროფესიული საქმიანობა მოიცავს როგორც პრაქტიკულ კლინიკურ მუშაობას, ისე სასწავლო პროცესის მართვას, მოდულების განხორციელებასა და საექთნო განათლების განვითარებას.

აქტიურად არის ჩართული სასწავლო კურსებისა და ტესტების ბანკის შექმნაში.