მასწავლებელთა მეთოდური მხარდაჭერა

პროფესიული და ზრდასრულთა განათლების სპეციფიკურობის გათვალისწინებით აკადემია ხელს უწყობს ქვეყანაში სწავლების და შეფასების კომპეტენციების გაძლიერებას, როგორც, აკადემიის მასწავლებლებისათვის, ისე პროფესიული განათლების მასწავლებელთა, ადრეული განათლების სპეციალისტთა, ტრენერთა და მასწავლებლობის მსურველთა განვითარების მხარდაჭერას.
ამ მიზნით აკადემია ახორციელებს, როგორც სრულ საკვალიფიკაციო, ისე მოკლევადიანი მომზადებისა და გადამზადების პროგრამებს, სხვა ლიცენზირებულ ან ნებართვებს დაქმედებარებულ პროგრამებს, არაფორმალური განათლების კურსებს და ტრენინგებს, რომლებიც იდენტიფიცირებულ საჭიროებებზე დაყრდნობითაა შემუშავებული.