ჩვენი მისიაა ვიყოთ მთელი სიცოცხლის განმავლობაში სწავლის შესაძლებლობების ჰაბი, რომელიც ქმნის ინკლუზიურ, მრავალფეროვან და ინტერნაციონალურ გარემოს ადამიანის ცხოვრებისა და საქმიანობის მრავალპროფილური მიმართულებით, პიროვნული და პროფესიული განვითარებისათვის.
მიზნობრივი ტრენინგები ფორმალური განთლების მიღმა ტარდება და კონკრეტული სამიზნე ჯგუფისათვისაა განკუთვნილი; ის საინიციატივო ჯგუფების დაკვეთით მათ სპეციფიკაზე მორგებით შემუშავდება. ეს შეიძლება იყოს კონკრეტული ორგანიზაცია, პროფესიული გაერთიანება ან ბიზნეს-გაერთიანება. ტრენინგის დასრულების შემდეგ გაიცემა აკადემიისა და, სურვილის შემთხვევაში, დამკვეთი ორგანიზაციის ერთობლივი სერტიფიკატი.