ნათელა ჩაჩუა
ნათელა ჩაჩუას აქვს პროფესიული განათლების ხარისხის უზრუნველყოფისა და განვითარების მრავალწლიანი გამოცდილება. ამჟამად, ნათელა საქართველოს ბიზნესის აკადემია-SBA-ს ხარისხის მართვის სამსახურის ხელმძღვანელია, რაც გულისხმობს დაწესებულების ფუნქციონირების საგანმანათლებლო სერვისების მიწოდებას, პერსონალის პროფესიული განვითარების ხარისხის შეფასებას, მისი სრულყოფის გზების დასახვასა და განხორციელებაზე მუდმივ ზრუნვას.
ნათელა არის არაფორმალური განათლების აღიარების სერტიფიცირებული კონსულტანტი და განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის პროფესიული განათლების ხარისხის უზრუნველყოფის ექსპერტი, რომელიც უზრუნველყოფს პროფესიული საგანმანათლებლო დაწესებულებებისა და პროგრამების შესაბამისობის შეფასებას ავტორიზაციის სტანდარტებთან.
ნათელას კარიერული გზა ასევე მოიცავს USAID-ის საგანმანათლებლო პროექტებში ჩართულობას, პროფესიული განათლების სტრატეგიული მართვის მოდელების შექმნასა და კვლევებს.
იგი ფლობს განათლების ადმინისტრირების მაგისტრის ხარისხს და სოციოლოგიის ბაკალავრის ხარისხს, რაც მას აძლევს მონაცემებზე დაფუძნებული ანალიტიკური მიდგომის გამოყენების უნარს. მისი პროფესიული გამოცდილება, ცოდნა და ჩართულობა ადგილობრივ თუ საერთაშორისო საგანმანათლებლო პროექტებში ხელს უწყობს ხარისხიანი განათლების განვითარებასა და ინოვაციური მიდგომების დანერგვას.