დაცვისა და უსაფრთხოების სამსახურის უფროსი სპეციალისტი
ნიკოლოზ ლელაშვილი
ნიკოლოზ ლელაშვილი საქართველოს ბიზნესის აკადემიის – SBA დაცვისა და უსაფრთხოების სამსახურის სპეციალისტია. იგი პასუხისმგებელია აკადემიის შენობის, მიმდებარე ტერიტორიისა და ინფრასტრუქტურის დაცვაზე, ასევე დადგენილი შიდა წესებისა და რეგულაციების დაცვის კონტროლზე. სამსახურეობრივი მოვალეობის შესრულებისას იგი ხელმძღვანელობს პროფესიონალიზმისა და პასუხისმგებლობის მაღალი სტანდარტებით.
სტუდენტთა უსაფრთხოება წარმოადგენს მისი საქმიანობის უმთავრეს პრიორიტეტს. ნიკოლოზ ლელაშვილი უზრუნველყოფს, რომ სასწავლო კორპუსებში და საერთო სივრცეებში შენარჩუნებული იყოს მშვიდი, დაცული და ჯანსაღი გარემო, რომელიც ხელს უწყობს სტუდენტთა აკადემიური პოტენციალის სრულ რეალიზებას.


