ლაბორატორიის კოორდინატორი

ნინო ცაბაურაშვილი

ნინო ცაბაურაშვილი არის პროფესიული განათლების მასწავლებელი, ლაბორატორიის ხელმძღვანელი.

მან დაასრულა ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ქიმიის ფაკულტეტის.
2000 წლიდან აქტიურად ეწევა პედაგოგიურ საქმიანობას როგორც საჯარო, ისე კერძო საგანმანათლებლო სივრცეში.

2019 წლიდან არის საქართველოს ბიზნესის აკადემია-SBA-ის გუნდის წევრი. ახორციელებს სხვადასხვა პროგრამის მოდულებს და ამავდროულად ხელმძღვანელობს სასწავლო ლაბორატორიას.

არის სერტიფიცირებული ტრენერი და რეგულარულად მონაწილეობს საერთაშორისო და ადგილობრივ კონფერენციებში, ტრენინგებსა და მასტერკლასებში.

აქტიურად უწყობს ხელს საბუნებისმეტყველო საგნების პოპულარიზაციას და სტუდენტების პრაქტიკული უნარების განვითარებას. მისი პროფესიონალიზმი და მუდმივი განვითარებისკენ სწრაფვა მნიშვნელოვან როლს ასრულებს სასწავლო პროცესის ხარისხის უზრუნველყოფაში.