სტატუსის შეჩერება – დროებითი პაუზა, მაგრამ არა სწავლის შეწყვეტა!
თუ შენი სტატუსი შეჩერდა, ეს ნიშნავს, რომ გარკვეული დროით გათავისუფლდები აკადემიური ვალდებულებებისგან, მაგრამ შენთვის კვლავ რჩება შესაძლებლობა, განაგრძო სწავლა მოგვიანებით.

სტატუსის შეჩერების მიზეზები შეიძლება იყოს:

  • ფინანსური დავალიანება;
  • სამხედრო სამსახურში ან რეზერვში გაწვევა;
  • პირადი განცხადება;
  • საგანმანათლებლო პროგრამის კრედიტების 50%-ზე ნაკლების აუთვისებლობა;
  • აკადემიის ინიციატივით, სტუდენტთან კომუნიკაციის შეუძლებლობა 2 თვის განმავლობაში.

შენ შეგიძლია, მაქსიმუმ 5 წლის ვადაში აღიდგინო სტატუსი, წინააღმდეგ შემთხვევაში, ის ავტომატურად შეწყდება.

სტატუსის აღდგენა – დაბრუნდი და განაგრძე სწავლა!
თუ სტატუსი შეჩერებული გქონდა, მაგრამ მზად ხარ დაუბრუნდე აკადემიას, შეგიძლია, მიმართო აკადემიას სტატუსის აღდგენის მოთხოვნით.

რა უნდა გაითვალისწინო:

  • აღდგენა შესაძლებელია იმავე პროგრამაზე, თუ აკადემია კვლავ ახორციელებს მასზე მიღებას.
  • ყველა ადრე ათვისებული კრედიტი შენარჩუნდება.
  • სტუდენტის სტატუსის აღდგენა დასაშვებია ერთჯერადად.

სტატუსის შეწყვეტა – როცა სწავლა საბოლოოდ წყდება
სტატუსის შეწყვეტა ნიშნავს, რომ შენი სტუდენტის სტატუსი აღარ ექვემდებარება აღდგენას.

შეწყვეტის მიზეზები:

  • პროგრამის დასრულება
  • სტუდენტის პირადი განცხადება
  • სხვა სასწავლებელში მობილობით გადასვლა
  • სტუდენტის მიერ პროგრამის კრედიტების 50%-ზე მეტის აუთვისებლობა
  • ყალბი დოკუმენტაციის წარდგენა

თუ სტატუსი შეგიწყდა, მაგრამ სწავლა გინდა განაგრძო, საჭიროა ჩარიცხვის პროცესის ხელახლა გავლა!

მობილობა – მობილობა ორი სახის არსებობს. თუ გინდა სწავლა სხვა საგანმანათლებლო დაწესებულებაში გააგრძელო, შეგიძლია, გარე მობილობის უფლება გამოიყენო, ხოლო, თუ გსურს აკადემიის შიგნით ერთი პროგრამიდან მეორეზე გადახვიდე – შიდა მობილობის უფლება.

მობილობის პროცესში გაქვს შესაძლებლობა, შენარჩუნებული კრედიტებით გააგრძელო სწავლა! დამატებითი ინფორმაცია იხილეთ აქ.