ჩვენი მისიაა ვიყოთ მთელი სიცოცხლის განმავლობაში სწავლის შესაძლებლობების ჰაბი, რომელიც ქმნის ინკლუზიურ, მრავალფეროვან და ინტერნაციონალურ გარემოს ადამიანის ცხოვრებისა და საქმიანობის მრავალპროფილური მიმართულებით, პიროვნული და პროფესიული განვითარებისათვის.
პროფესიული ორიენტაცია, როგორც კარიერული განვითარების მხარდაჭერის სერვისების ნაწილი, განსაკუთრებით მნიშვნელოვანია მათთვის, ვინც ფიქრობს მომავალ პროფესიაზე, თუმცა, ჯერ გადაწყვეტილება არ აქვს მიღებული ან სურს პროფესიის შეცვლა.
პროფესიული ორიენტაციის სერვისები ხელს უწყობს პირის მიერ, მომავალ პროფესიასთან დაკავშირებით, გაცნობიერებული გადაწყვეტილებების მიღებას, რაც აუმჯობესებს განათლების მიწოდების ხარისხს და განათლებაზე გაწეული კერძო თუ საჯარო დაფინანსების მიზნობრიობას, ამცირებს განათლების მიტოვების მაჩვენებელს.
აკადემიას გააჩნია პროფესიული ორიენტაციის სერვისების გაწევის კარგად ჩამოყალიბებული სისტემა, რომლის ფარგლებშიც დაინტერესებულ პირებს ჯგუფურად ან ინდივიდუალურად შეუძლიათ გაეცნონ პროფესიებს, პროფესიული საქმიანობის/დასაქმების შესაძლებლობებს, პროგნოზებსა და მოლოდინებს ცალკეულ პროფესიებში შრომის ბაზრის მოთხოვნებთან, ანაზღაურებასთან და სამუშაო პირობებთან დაკავშირებით, სასურველ სფეროში დასაქმებისათვის საჭირო კვალიფიკაციებს და განათლების მიღების ალტერნატიულ გზებს, როგორც აკადემიაში ისე, ზოგადად, განათლების სისტემაში.
აკადემიას გააჩნია ოფიციალური თანამშრომლობის მემორანდუმი 70-მდე სკოლასთან პროფესიული ორიენტაციის სერვისების შეთავაზებასთან დაკავშირებით და საშუალოდ, წელიწადში 2000-მდე ბენეფიციარს უწევს პროფესიული ორიენატაციის მომსახურეობას.
პროფესიული ორიენტაციის სერვისებით დაინტერესების შემთხვევაში დამატებითი ინფორმაციის მისაღებად და კონსულტაციისთვის დაგვიკავშირდით.