პროექტის მიზანი

პროექტის მიზანია მთელი სიცოცხლის განმავლობაში სწავლის (LLL) პრინციპის შესაბამისად, აკადემიის სერვისების მოდერნიზება და გაფართოება ინოვაციური ციფრული ტექნოლოგიების ინტეგრირებით, გარე აქტორებთან კავშირების გაღრმავებითა და კვალიფიკაციის აღიარების მექანიზმების გაუმჯობესებით. დაგეგმილი აქტივობებით განისაზღვრება მინიმუმ ორი ახალი პროფესიული მომზადება/გადამზადების პროგრამის დამატება, თანამშრომლობის გაღრმავება ზრდასრულთა განათლების ქსელთან და ციფრული საგანმანათლებლო რესურსების შექმნა. განსაკუთრებული ყურადღება გამახვილებულია თანამედროვე ტექნოლოგიების, მათ შორის VR ლაბორატორიის პოტენციალის იდენტიფიცირებაზე, ასევე არაფორმალური განათლების აღიარების უფლების განახლებაზე. პროექტის განხორციელება ხელს შეუწყობს კვალიფიკაციის მიღების გზების დივერსიფიკაციას, სწავლების თანამედროვე მეთოდების დანერგვას, განათლების ეკოსისტემაში პარტნიორული ურთიერთობების გაძლიერებას და ხარისხის უზრუნველყოფის მექანიზმების გაუმჯობესებას, რაც საბოლოოდ გაზრდის პროგრამების მიმზიდველობასა და დამსაქმებელთა მოთხოვნებთან შესაბამისობას.

პროექტის მიზანი

„მასწავლებელთა პროფესიული სრულყოფის პროექტი - TeachExcellence“ მიზნად ისახავს აკადემიის მასწავლებელთა პროფესიული განვითარების, მოტივაციისა და აღიარების ხელშეწყობას. პროექტი აერთიანებს სხვადასხვა აქტივობებს, მათ შორის მასწავლებელთა ეროვნულ ჯილდოზე წარდგენას, უცხოური გამოცდილების გაზიარების აქტივობებს, პრაქტიკული უნარებისა და ტექნოლოგიების გამოყენების კონკურსებს, ასევე პროფესიული კონფერენციების ორგანიზებას. მისი არსი მდგომარეობს იმაში, რომ მასწავლებლებს მიეცეთ შესაძლებლობა მუდმივად განივითარონ ცოდნა და პრაქტიკული უნარები, გაიზიარონ საუკეთესო გამოცდილებები, წარმოაჩინონ საკუთარი მიღწევები და გაძლიერდნენ როგორც პროფესიული საზოგადოების ლიდერები. პროექტი ასევე საფუძვლად დაედება მასწავლებელთა სტიმულირების და მოტივაციის სამართლიანი და გამჭვირვალე მექანიზმების დანერგვას, რაც საბოლოო ჯამში გაზრდის აკადემიის საგანმანათლებლო სერვისების ხარისხს და სტუდენტთა წარმატების შესაძლებლობებს. გარდა ამისა, ამ პროექტის ფარგლებში მასწავლებელთა თვითშეფასების პილოტირების შედეგებზე დაყრდნობით უზრუნველყოფილი იქნება მათი უწყვეტი პროფესიული განვითარების მხარდაჭერა, რაც ხელს შეუწყობს როგორც ინდივიდუალური, ისე ინსტიტუციური ხარისხის გაუმჯობესებას.

პროექტის მიზანი

პროექტის ზოგადი მიზანია სწავლა-სწავლების პროცესის მაქსიმალური გამჭვირვალობისა და ეფექტურობის უზრუნველყოფა ციფრული პლატფორმის - „ჩემი SBA“-ს მეშვეობით. პლატფორმა შემუშავდა და ჩაეშვა პილოტირების რეჟიმში დირექტორის 2024 წლის 27 დეკემბრის ბრძნ. N505-ით დამტკიცებული პროექტის ფარგლებში. პროექტის ახალი ინიციატივა მიმართულია პლატფორმის დანერგვისაკენ - ისეთი ერთიანი ციფრული ეკოსისტემის შექმნისკენ, რომელიც უზრუნველყოფს აკადემიის სტუდენტებს, პროფესიული განათლების მასწავლებლებსა და ადმინისტრაციას შორის ორმხრივ, აქტიურ და სისტემურ კავშირს. · ჩემი SBA-ს დანერგვის მიზნით, პლატფორმაზე დარეგისტრირდება აკადემიის ყველა პროფესიული განათლების მასწავლებელი და პროფესიულ სტუდენტთა მიმდინარე ჯგუფები, რაც გაზრდის პლატფორმის გამოყენების მასშტაბს და ყველა ჩართულ პირს ექნება წვდომა მასზე; · პროექტი ითვალისწინებს ყველა ჩართული პირებისთვის პლატფორმის გამოყენებაში ტრენინგის ორგანიზებას, რათა მოხდეს პლატფორმის ფუნქციებისა თუ მახასიათებლების შესწავლა მისი სრულფასოვნად გამოყენების მიზნით. პროექტის საშუალებით პროფესიული განათლების სტუდენტებს (არასრულწლოვნების შემთხვევაში, მათ კანონიერ წარმომადგენელს) ექნებათ მარტივი წვდომა სასწავლო პროცესთან დაკავშირებულ ყველა მნიშვნელოვან ინფორმაციაზე - განრიგებზე, შეფასებებზე, საგანმანათლებლო რესურსებზე (არასრულწლოვნი სტუდენტების შემთხვევაში - დამატებით დასწრების სტატისტიკაზე). ამასთანავე, პლატფორმა ხელს შეუწყობს მასწავლებლების საქმიანობის ოპტიმიზაციას, მონაცემთა ერთიან მართვასა და ინფორმაციის დროულ გავრცელებას. „ჩემი SBA“ ხელს შეუწყობს ციფრული ტრანსფორმაციის პროცესს აკადემიაში და შექმნის ერთიან საკომუნიკაციო და საინფორმაციო სივრცეს, რომელიც გააძლიერებს სტუდენტთა ჩართულობას და უზრუნველყოფს სასწავლო პროცესის ეფექტიან მართვას.

პროექტის მიზანი

პროექტის მიზანია აკადემიის შიდა ხარისხის უზრუნველყოფის სისტემის მოდერნიზაცია და მისი შესაბამისობა საერთაშორისო სტანდარტებთან. პროექტი ითვალისწინებს არსებული მექანიზმების სრულყოფას, მათი ეფექტიანობის გაზრდას და პროცესების ოპტიმიზაციას. პროექტი ემსახურება მტკიცებულებებზე დაფუძნებული მართვის, პროცესების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების გაძლიერებას, ასევე ციფრული მექანიზმების ინტეგრაციას ხარისხის უზრუნველყოფის სისტემაში, რაც უზრუნველყოფს უწყვეტი გაუმჯობესების კულტურის გაღრმავებას და ინსტიტუციური მდგრადობის განმტკიცებას.

პროექტის მიზანი

პროექტის მიზანია პროფესიული განათლების ეკოსისტემაში აკადემიის როლის გაძლიერება და მისი შესაბამისობის გაზრდა შრომის ბაზრის მოთხოვნებთან, რაც მიიღწევა დარგობრივ ასოციაციებთან და პარტნიორ ორგანიზაციებთან თანამშრომლობის გაღრმავებითა და ფორმალიზებით. დაგეგმილი ღონისძიებები ფოკუსირებულია სტუდენტებისათვის პრაქტიკული უნარების განვითარების ხელშეწყობაზე, პროფესიული განათლების პოპულარიზაციასა და დამსაქმებლებთან ეფექტიანი კავშირების დამყარებაზე. პროექტი ითვალისწინებს გაფართოებული ფორმატის თანამშრომლობის დანერგვას, რომელიც, ტრადიციული სწავლების საკითხებთან ერთად, მოიცავს ურთიერთსასარგებლო თანამშრომლობის სხვა ასპექტებსაც, რისთვისაც ჩატარდება პროფესიების კვირეულები ცნობიერების ამაღლებისა და კერძო სექტორთან კავშირების გაღრმავების მიზნით. ამასთანავე, პროექტი გულისხმობს უნარების კონკურსების ორგანიზებას სტუდენტებისთვის არანაკლებ ორ პროფესიაში (მათ შორის, საექთნო მიმართულებით), რაც გააუმჯობესებს კვალიფიკაციის მიღების პრაქტიკულ მხარეს. პროექტის განხორციელება ხელს შეუწყობს ინფორმაციის ეფექტურ გაცვლას პარტნიორ ორგანიზაციებთან აკადემიის პროგრამების შესახებ, რაც საბოლოოდ გააძლიერებს სტუდენტთა დასაქმების ხელშეწყობის მექანიზმებსა და პროფესიული განათლების მიმზიდველობას.

პროექტის მიზანი

პროექტის „პროგრამა +“ მიზანია შეფასების და სწავლების მეთოდების მოდერნიზაციის გზით, უზრუნველყოს კურსდამთავრებულთა შრომის ბაზრის მოთხოვნებთან შესაბამისობა; ჰოლისტური შეფასება, რომელიც გააერთიანებს, როგორც თეორიულ, ისე პრაქტიკულ კომპონენტებს, მათ შორის რბილ უნარებს, მოახდენს რესურსების მაქსიმალურ დაზოგვას და პროცესის ოპტიმიზაციას; სტუდენტების ციფრული და მედია უნარების გაძლიერება ხელს შეუწყობს სასწავლო პროცესის ინოვაციურ განვითარებას.

პროექტის მიზანი

პროექტის მიზანს წარმოადგენს აკადემიის საგანმანათლებლო და ადამიანური რესურსის ხარისხის ამაღლება, დასაქმებაზე ორიენტირებული უნარების განვითარებისა და კვალიფიციური მასწავლებლების მომზადბისა და დასაქმების გზით, რაც შემდგომში უზრუნველყოფს პროფესიული საგანმანათლებლო დაწესებულების მდგრადობასა და მისიის ეფექტურ განხორციელებას.

პროექტის მიზანი

1. სტუდენტთა ჩართულობის კულტურის განვითარება; 2. ინსტიტუციური გარემოსი და თანამშრომლობის კულტურის განმტკიცება; 3. ადმინისტრაციული მდგრადობისა და მმართველობითი პროცესების გამყარება; 4. თანამშრომელთა პროფესიული ადაპტაციისა და ორგანიზაციული კულტურის გაძლიერება; 5. ინფორმაციის გამჭვირვალობისა და საზოგადოებასთან კომუნიკაციის გაძლიერება; 6. პროფესიული განათლების ცნობადობისა და კარიერული ორიენტაციის ხელშეწყობა 7. თანამედროვე საკომუნიკაციო პრაქტიკის დანერგვა