საკვალიფიკაციო გამოცდა არის შენი პროფესიული ცოდნისა და უნარების საბოლოო დადასტურება. მისი წარმატებით ჩაბარება აუცილებელი პირობაა კვალიფიკაციის მინიჭებისთვის.

რას მოითხოვს გამოცდა?

  • უნდა დაამტკიცო, რომ შეგიძლია მიღებული ცოდნის პრაქტიკაში გამოყენება.
  • გამოცდა მოიცავს პროგრამის ფარგლებში ნასწავლ მნიშვნელოვან კომპონენტებს.
  • გამოცდაზე დასაშვებად აუცილებელია, რომ:
    პროგრამის ყველა მოდულის სწავლის შედეგი გქონდეს დადასტურებული;
    მონაწილეობა გქონდეს მიღებული შუალედურ შეფასებაში.

როდის ტარდება?

  • სწავლის დასრულებიდან არაუგვიანეს ერთი თვის განმავლობაში.
  • გამოცდის თარიღსა და ფორმატს გონივრულ ვადებში შეგატყობინებს სასწავლო პროცესის მართვის სამსახური.
  • თემატიკა არ გასცდება იმას, რაც უკვე ისწავლე.

როგორ ტარდება?
საკვალიფიკაციო გამოცდის ფორმატი პროგრამის სპეციფიკიდან გამომდინარე განსხვავდება, თუმცა შეიძლება მოიცავდეს:

  • თეორიულ გამოცდას – შენი ცოდნის გადამოწმებისთვის;
  • პრაქტიკული უნარების დემონსტრირებას – კონკრეტული ამოცანების შესრულებას რეალურ გარემოში;
  • პროექტის პრეზენტაციას – შენი უნარების წარდგენასა და დასაბუთებას;
  • ქეისების/სიტუაციების განხილვას – გადაწყვეტილებების მიღებას პროფესიულ კონტექსტში.

შენი შედეგი და მისი გასაჩივრება

  • საკვალიფიკაციო კომისიის მიერ მიღებულ გადაწყვეტილებას შეგატყობინებენ სამი სამუშაო დღის ვადაში.
  • თუ მიიჩნევ, რომ მიღებული შედეგი არ შეესაბამება შენ მიერ ნაჩვენებ ცოდნასა და უნარებს, შეგიძლია, გაასაჩივრო შენი შეფასება 5 სამუშაო დღის ვადაში.

შენი უფლება განმეორებითი გამოცდისთვის
თუ პირველი მცდელობა წარუმატებელი აღმოჩნდა, შეგიძლია იმავე წელს განმეორებით გამოცდაზე გასვლა შემდეგ შემთხვევებში:

  • თუ გამოცდაზე ვერ გამოცხადდი;
  • თუ უარყოფითი შეფასება მიიღე.

გაითვალისწინე:

  • განმეორებითი საკვალიფიკაციო გამოცდაზე გასვლის შესახებ უნდა მიმართო აკადემიას განცხადებით;
  • თუ განმეორებით გამოცდაზე ვერ გამოცხადდი ან ვერ ვერ მიიღე დადებითი შეფასება, გიჩერდება პროფესიული სტუდენტის სტატუსი და 5 წლის განმავლობაში უფლება გექნება ისევ ისარგებლო საკვალიფიკაციო გამოცდით.