/*; } .etn-event-item .etn-event-category span, .etn-btn, .attr-btn-primary, .etn-attendee-form .etn-btn, .etn-ticket-widget .etn-btn, .schedule-list-1 .schedule-header, .speaker-style4 .etn-speaker-content .etn-title a, .etn-speaker-details3 .speaker-title-info, .etn-event-slider .swiper-pagination-bullet, .etn-speaker-slider .swiper-pagination-bullet, .etn-event-slider .swiper-button-next, .etn-event-slider .swiper-button-prev, .etn-speaker-slider .swiper-button-next, .etn-speaker-slider .swiper-button-prev, .etn-single-speaker-item .etn-speaker-thumb .etn-speakers-social a, .etn-event-header .etn-event-countdown-wrap .etn-count-item, .schedule-tab-1 .etn-nav li a.etn-active, .schedule-list-wrapper .schedule-listing.multi-schedule-list .schedule-slot-time, .etn-speaker-item.style-3 .etn-speaker-content .etn-speakers-social a, .event-tab-wrapper ul li a.etn-tab-a.etn-active, .etn-btn, button.etn-btn.etn-btn-primary, .etn-schedule-style-3 ul li:before, .etn-zoom-btn, .cat-radio-btn-list [type=radio]:checked+label:after, .cat-radio-btn-list [type=radio]:not(:checked)+label:after, .etn-default-calendar-style .fc-button:hover, .etn-default-calendar-style .fc-state-highlight, .etn-calender-list a:hover, .events_calendar_standard .cat-dropdown-list select, .etn-event-banner-wrap, .events_calendar_list .calendar-event-details .calendar-event-content .calendar-event-category-wrap .etn-event-category, .etn-variable-ticket-widget .etn-add-to-cart-block, .etn-recurring-event-wrapper #seeMore, .more-event-tag, .etn-settings-dashboard .button-primary{ background-color:

SBA უკვე რეგიონებში!

📣საქართველოს ბიზნესის აკადემია – SBA რეგიონებში ციფრული კომპეტენციის კურსს განახორციელებს!
🔰სსიპ დასაქმების ხელშეწყობის სახელმწიფო სააგენტო სამუშაოს მაძიებლებისთვის, მიმდინარე წლის აგვისტოს თვეში იწყებს მოკლევადიან ტრენინგ კურსებს საკვანძო კომპეტენციებში.
➡️მოკლევადიანი კურსები წლის ბოლომდე სამ ეტაპად განხორციელდება.
➡️სასწავლო კურსი ხელმისაწვდომი იქნება საქართველოს მასშტაბით 8 ქალაქში: თბილისი, ბათუმი, ზუგდიდი, ქუთაისი, ოზურგეთი, გორი, რუსთავი, თელავი.
↪️სასწავლო ტრენინგ კურსი აკადემიის მიერ წარიმართება ციფრული კომპეტენციის მიმართულებით!
👉საკვანძო კომპეტენციების ტრენინგები განკუთვნილია შრომის ბაზრის მართვის საინფორმაციო სისტემაში – worknet.gov.ge-ზე რეგისტრირებული სამუშაოს მაძიებლებისთვის. კერძოდ, 16 წლის ასაკიდან დაინტერესებული, შესაბამისი კომპეტენციების ამაღლების საჭიროების მქონე პირთათვის, რომლებსაც შემდგომში ექნებათ შესაძლებლობა გააქტიურდნენ შრომის ბაზარზე.
👉აღნიშნული ტრენინგ კურსები სერტიფიცირებული იქნება და კურსის დასრულების შემდეგ გაიცემა სწავლების დამადასტურებელი მოწმობა.
🧑‍💻სასწავლო კურსში ჩართვისთვის, სამუშაოს მაძიებელმა უნდა მიმართოს დასაქმების ხელშეწყობის სახელმწიფო სააგენტოს სერვისცენტრებს, სადაც კარიერის დაგეგმვის კონსულტანტის მიერ გაეწევა შესაბამისი კონსულტაცია, რის შემდეგ შეძლებს აღნიშნულ კურსებზე ჩართვას.
👇სააგენტოს სერვისცენტრების მისამართებია:
📍ქ. თბილისი: ასათიანის 9; მიცკევიჩის 23; სარაჯიშვილის 1; აღმაშენებლის 140 ა; კოსტავას 47/57;
📍ქ. ბათუმი – ტაბიძის 2 ა;
📍ქ. ზუგდიდი – აღმაშენებლის 106;
📍ქ. ქუთაისი – ტაბიძის 40;
📍ქ. ოზურგეთი – ჭავჭავაძის 19;
📍ქ. გორი – გმირების 18;
📍ქ. თელავი – აღმაშენებლის 41;
📍ქ. რუსთავი – ცურტაველის 5 ა.
↪️მოკლევადიანი კურსები ხორციელდება „სამუშაოს მაძიებელთა პროფესიული კვალიფიკაციის ამაღლების სახელმწიფო პროგრამის“ ფარგლებში, რომლის მიზანია შრომის ბაზრის მოთხოვნად პროფესიებში სამუშაოს მაძიებელთა პროფესიული მომზადება, პროფესიული გადამზადება და/ან სამუშაო ადგილებზე შემდგომი სტაჟირებითა და საკვანძო კომპეტენციების განვითარებით მათი კონკურენტუნარიანობის ამაღლება და ამ გზით სამუშაოს მაძიებელთა დასაქმების ხელშეწყობა.
↪️პროგრამაში ჩართული ბენეფიციარებისთვის სწავლა უფასოა!